მეტი უნდა გაგვეტანა" | დომინიკ სობოსლაი

მეტი უნდა გაგვეტანა" | დომინიკ სობოსლაი
რრედაქცია 03.10.2026, 11:04 2

ერთა ლიგის B დივიზიონის მე-3 ტურში საქართველომ გასვლაზე უნგრეთთან 0-1 წააგო.

მატჩის შემდეგ, უნგრეთის ნაკრების ფეხბურთელმა, დომინიკ სობოსლაიმ კომენტარი გააკეთა:

"ბევრი შანსი გვქონდა. პირველი ტაიმის შემდეგ, შესვენებაზე გაორებული გრძნობებით გავედით, რადგან საოცარი ტაიმი ჩავატარეთ და უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა.

ეს თამაში იყო მაგალითი, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ ყველა შეხვედრაში. ბრძოლა, ერთად დგომა და მშრალი კარი - ყველაფერი კარგად დასრულდა."

საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე სანაკრებო პაუზაზე 3-დან ვერცერთი შეხვედრა ვერ მოიგო და გოლიც არ გაუტანია. გუნდი 1 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.

რამაზ სვანაძის შეგირდებს მომდევნო მატჩი 5 ოქტომბერს, გასვლაზე, ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ ელით.

შემოთავაზებული სიახლეები

ყველას ნახვა