იზრდება პენსიები,ხელფასები და ჯანდაცვის დაფინანსება

იზრდება პენსიები,ხელფასები და ჯანდაცვის დაფინანსება
რრედაქცია 07.10.2026, 13:34 54

საკანონმდებლო ორგანოში მომავალი კვირიდან 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყება.

მთავრობის მიერ წარდგენილი დოკუმენტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გუშინ დარეგისტრირდა.

პროექტის მიხედვით, მომდევნო წლისთვის ეკონომიკური ზრდა 5%-ით არის დაგეგმილი, ხოლო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 37 მილიარდ 500 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

იზრდება პენსიები, საჯარო სექტორში მომუშავეთა ხელფასები, ასევე ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას პარლამენტი დეკემბერში დაამტკიცებს.

„ჯამში, ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრებს თუ შევხედავთ, არის 27.6 მილიარდი ლარი ჯამური ხარჯვითი ნაწილი. აქ აღსანიშნავია, რომ გაზრდილია დაახლოებით 800 მილიონ ლარზე მეტით ჯანდაცვის მიმართულება, 400 მილიონ ლარზე მეტით განათლების მიმართულება და როგორც პენსიების ნაწილში, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ნაწილში გასაცემლების ზრდა არის გათვალისწინებული ინდექსაციის ფორმულის შესაბამისად, ასევე საჯარო სექტორში, მთლიანად საჯარო სექტორში და მათ შორის, განათლების ნაწილშიც ხელფასების ზრდა. არის მნიშვნელოვანი რამდენიმე ახალი პროექტის დაწყება, ეს არის თბილისის შემოვლითი გზის მონაკვეთები, თბილისის-რუსთავის მიმართულებით, ასევე ბათუმის-სარფის მიმართულებით გზის მშენებლობების დაწყება“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა გიორგი კაკაურიძემ.

შემოთავაზებული სიახლეები

ყველას ნახვა
ყვითელი პრესა07.10.2026

ნოე სულაბერიძის ყოფილი ცოლი -ფოტოები რომელმაც ინტერნეტი ააფეთქა

ყვითელი პრესა · 07.10.2026
ჯანმრთელობა07.10.2026

ყველაზე ცნობილი მედიკამენტი რაც სასტიკად აიკრძალა თურქულ სააფთიაქო ბაზარზე

ჯანმრთელობა · 07.10.2026
პოლიტიკა07.10.2026

კახა კალაძემ თბილისში საცობების განტვირთვის ახალი გეგმა წარადგინა - რას წარმოადგენს ე.წ. Yellow box-ი, რომელიც გზაჯვარედინებზე დაიხაზება

პოლიტიკა · 07.10.2026
მსოფლიო07.10.2026

ჯერ გოგონას ესროლა და ავტოფარეხში დამალა.

მსოფლიო · 07.10.2026
ყვითელი პრესა07.10.2026

ნანუკა ჟორჟოლიანის 17 წლით უმცროსი სიყვარული

ყვითელი პრესა · 07.10.2026
ყვითელი პრესა07.10.2026

„დუეტ ლეონს“ ვუჩივლე...ვდებ ვიდეოს, რომ გაიგოთ მისი თაღლითობა“ - ქეთი ჩხაიძის მიმართვა ვრცლად იხილეთ კომენტარებში

ყვითელი პრესა · 07.10.2026
ყვითელი პრესა07.10.2026

კომენტარი რომელმაც ლელა მებურიშვილს საჩივარი დააწერინა

ყვითელი პრესა · 07.10.2026
ყვითელი პრესა06.10.2026

სიკვდილი დადგა მყისიერად… აბაზანაში გავიყვანე…“ – ქართველი ბიზნესმენის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის სკანდალური ჩვენება

ყვითელი პრესა · 06.10.2026