მოსკოვში ქართველი კანონიერი ქურდა დააკავეს

🔻 მოსკოვში ქართული წარმოშობის ე.წ. კანონიერი ქურდი, 80 წლის ვალიკო ჯეჯეია დააკავეს, რომელიც კრიმინალურ წრეებში „ვალტერის“ მეტსახელით არის ცნობილი | ინფორმაცია თავდაპირველად Прайм-Крайм-მა გაავრცელა, რის შემდეგაც ამაზე რუსული მედიაც წერს. ცნობილია, რომ ის ყველაზე ხანდაზმული ე.წ. კანონიერი ქურდი მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს.
🔻 რუსული მედია წერს, რომ ჯეჯეია წლების განმავლობაში მონტენეგროში ცხოვრობდა, თუმცა ვიზის ვადის ამოწურვის გამო ქვეყნის დატოვება მოუწია. ის ჯერ სომხეთში გაემგზავრა, საიდანაც, რუსეთის მოქალაქეობის ქონის გამო, მოსკოვში გაუშვეს. გავრცელებული ცნობებით, 80 წლის ჯეჯეია რუსეთის დედაქალაქში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით - ორმხრივი პნევმონიით ჩავიდა. რუსულ მედიაში აღნიშნულია, რომ მას ოპერაცია ჩაუტარდა და სამართალდამცველებს პირობა მისცა, რომ ქვეყნის ტერიტორიას გამოჯანმრთელებისთანავე დატოვებს.
🔻 აეროპორტში დაკავებისას ძალოვნებმა მას დაუსვეს კითხვა, მიიჩნევს თუ არა თავს „კანონიერ ქურდად“, რაზე პასუხის გაცემაზეც ვალიკო ჯეჯეიამ უარი განაცხადა.







