პენსია 20 ლარზე მეტად გაიზრდება! - რა ახალ გადაწყვეტილებამდე მივიდა პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერთა პენსია 20 ლარზე მეტად უნდა გაიზარდოს. კომიტეტმა 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვას მხოლოდ იმ დათქმით დაუჭირა მხარი, თუკი მათი გადაწყვეტილება, შენიშვნის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტში აისახება. ამ გადაწყვეტილებას, დიდი ლბათობით
ფინანსთა სამინისტროც გაიზიარებს.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში მნიშვნელოვანი სოციალური ინიციატივების ასახვას ითხოვს. მოთხოვნებს შორისაა დეკრეტული შვებულების ერთჯერადი დახმარების 3 000 ლარამდე გაზრდა და 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის დამატებითი მატება. კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის თქმით, დეპუტატებმა ბიუჯეტის პროექტს მხარი სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინების პირობით დაუჭირეს. არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპისა და გლობალური ინფლაციური პროცესების ფონზე, სახელმწიფოს აქვს რესურსი,







