14 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ქორწილიდან “მარშუტკით” სახლში ბრუნდებოდნენ..”- უმძიმესი ტრაგედიის დეტალები

14 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ქორწილიდან “მარშუტკით” სახლში ბრუნდებოდნენ..”- უმძიმესი ტრაგედიის დეტალები
რრედაქცია 15.10.2026, 18:19 336

ქორწილში კარგად მოილხინეს და უკვე სახლში ბრუნდებოდნენ. სამარშრუტო მანქანა ხალხით იყო სავსე. მძღოლმა სიბნელეში ტრაილერი ვერ შეამჩნია. დიდი სიჩქარით მიმავალი მას შეეჯახა. თითქმის ყველა ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლმა კიდევ ორი დღე იცოცხლა… თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა. გადარჩნენ მხოლოდ ლევანი და კიდევ ერთი ქალი, რომელმაც როგორღაც მოახერხა ამობრუნებული მანქანიდან გადმოსვლა და ბარბაცით დადგა ტრასაზე. ასე გაიგეს, რომ ეს ტრაგედია მოხდა…

იმ ღამეს ახლობლები მოვიდნენ ჩემთან სახლში. არ ინერვიულო, ოლია, რაღაც უნდა გითხრათ. ლევანი… მივხვდი, რომ რაღაც უბედურება უნდა ეთქვათ… ჩემი ლამაზი და მხიარული ლევანი, იმ დროს 18 წლის იყო. უნივერსიტეტში სწავლობდა, საბაჟო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო…

ლევანმა თავის მძიმე ტრავმა მიიღო. შინაგანი სისხლჩაქცევა ჰქონდა. სანამ მე გორში ჩავედი, მისთვის ერთი ოპერაციის გაკეთება მოასწრეს. იმ ღამესვე, რეანიმობილით გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში. კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთეს. თავის ქალას სისხლისგან ასუფთავებდნენ. თავის ტვინის საშინელი დაბეჟილობა ჰქონდა, ნახევარი მოკვეთეს…

23 დღე იყო კომაში. მხოლოდ გული მუშაობდა. აპარატიდან გათიშეს, აინტერესებდათ იცოცხლებდა თუ არა. უფალმა სასწაული მოახდინა. მან კი, უცებ დამოუკიდებლად დაიწყო სუნთქვა.

უკვე 19 წელია რაც ზურგზე მოკიდებული დამყავს… იმ საბედისწერო დღის შემდეგ, ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ლევანის მკურნალობის გამო, სამოთახიანი ბინა გავყიდე, ახლა, ჩემი დის ბინაში ვცხოვრობთ. აქ, მე და ლევანი ერთ ოთახში ვართ. მას საწოლზე სძინავს, მე კი იატაკზე, მის გვერდით.

ლევანს არ ახსოვს, რა შეემთხვა. მე ვეუბნები, რომ მანქანამ გაიტანა რუსთაველზე გზაზე როდესაც გადადიოდა. დღეს მხოლოდ ის შეუძლია, რომ მითხრას – მშია… ეტლში ზის და რეაბილიტაცია სჭირდება. ზოგი რამ ესმის, ზოგი – არა.

ძალიან გვიჭირს. ძირითადად ჩემი მული გვეხმარება, ხან 10 ლარს მაძლევს, ხანაც 20-ს. ეს ჩემთვის დიდი დახმარებაა. ლევანს მუდმივად სჭირდება პამპერსი, რაც დიდი პრობლემაა. ასევე ეპილეფსიის წამლები, რომელიც ძალიან ძვირი ღირს. ფსიქოტროპულიც სჭირდება.

ძალიან უყვარს ჟოლოს იოგურტი, ლობიანი, „ალადიკები“. ნაყინი. ყოველთვის უყვარდა ტკბილეული. მე კი, იძულებული ვარ სოციალური სასადილოს სადილი ვაჭამო. სუნელებს ვამატებ, ცოტა მაინც რომ მიეცეს გემო. იჯღანება, მაგრამ ჭამს.

სამ თვეში ერთხელ, 120 ლარის წამლებს მერიისგან უფასოდ ვიღებთ. ჩვენი შემოსავალი სოციალური დახმარება 100 ლარი და ჩემი პენსიაა.

მხოლოდ საფრანგეთში შეუძლიათ, რომ ლევანი ფეხზე რომ დააყენონ, ხელახლა რომ ასწავლონ სიარული. ჩემი ერთადერთი ოცნებაც ეს არის. დედებმა საკუთარი შვილების ტანჯვას არ უნდა უყურონ. ღმერთო, რამხელა ტკივილია, როდესაც შვილი ცუდად გყავს, შენ კი ვერაფერს შველი.

მუდმივად სჭირდება პამპერსი, წამლები, პროდუქტი. გვჭირდება ნორმალური, შესაფერისი ზომის ეტლი, გარეთ რომ გავიდეს და ტელევიზორი, რათა ცოტათი მაინც გახალისდეს“. – ამბობს ლევანის დედა ოლია.

შემოთავაზებული სიახლეები

ყველას ნახვა
სპორტი23.11.2026

რა მდგომარეობაშია ალექსანდრე თოფურია რომელიც ბრძოლის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს

სპორტი · 23.11.2026
პოლიტიკა22.11.2026

რა მდგომარეობაშია მამუკა მდინარაძე რომელსაც სახელმწიფო დაცვა მოუხსნესა

პოლიტიკა · 22.11.2026
სპორტი22.11.2026

როგორ გაამხნევა ილია თოფურიამ ძმა დამარცხების შემდეგ

სპორტი · 22.11.2026
ყვითელი პრესა22.11.2026

ეკა ნიჟარაძე გარდაცვლილ მეუღლეზე ალაპარაკდა

ყვითელი პრესა · 22.11.2026
სპორტი22.11.2026

რა თანხა გამოიმუშავა ალექსანდრე თოფურიამ გუშინდელი მარცხის მიუხედავათ

სპორტი · 22.11.2026
ყვითელი პრესა21.11.2026

რა ქონება აჩუქა საყვარელმა ადამიანმა ქეთა თოფურიას

ყვითელი პრესა · 21.11.2026
სპორტი21.11.2026

ძალიან სამწუხარო ამბავი ქართველი ვარსკვლავი UFC-ში აღარ ირიცხება

სპორტი · 21.11.2026
ყვითელი პრესა21.11.2026

შვილის ბულინგის გამო სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს .რა მდგომარეობაშია ხათუნა ჟორდანია

ყვითელი პრესა · 21.11.2026