ქართული სცენის დედოფლის, ნანი ბრეგვაძის ცხოვრებისეული აღსარება.ვის ეკუთვნოდა ჩემი გული

ნანი – ეს სახელი გვარის გარეშეც საკმარისია ქართული და რუსული საზოგადოებისათვის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც დღემდე ვერ გამოდიან მისი ხიბლიდან. 21 ივლისს ქართული სცენისა და სრულიად საქართველოს მშვენებას, ლეგენდას, ნანი ბრეგვაძეს 90 წელი შეუსრულდა.ეს იყო ძალიან საინტერესო ცხოვრება და დღემდე გრძელდება. შემოქმედებითი მხრიდან რომ დავიწყო, ძალიან დიდი როლი ითამაშა „ორერამ“. ვიდრე „ორერაში“ მოვხვდებოდი, იცით, რომ ვმღეროდი სახელმწიფო ორკესტრში – „რეროში“, რომელსაც კონსტანტინე პევზნერი ხელმძღვანელობდა, ეს შესანიშნავი პიროვნება და კომპოზიტორი. მანამდე კი, ისე, ჩემთვის ვმღეროდი. ყოველთვის სერიოზულად ვუყურებდი ჩემს საქმეს და არა სიმღერას. მიმაჩნდა, რომ სიმღერა არ იყო ჩემი საქმე. მე დავამთავრე მუსიკალური ტექნიკუმი ფორტეპიანოს კლასით და მერე – კონსერვატორია.
"როგორ დაუშვებდა, რომ თავისი ცხოვრება ორნაცოლები და ორშვილიანი მამაკაცისთვის დაეკავშირებინა" - ბაბო მიქელაძისა და რეზო ჭიჭინაძის სიყვარულის ისტორია







