ვატო ყიფიანის დოსიე: დუდუ დადიანის მკვლელობა, ძმებ ფეიქრიშვილების მკვლელობის მცდელობა და ა.შ. - დანაშაულები, რომლებშიც ან მისი სახელი გახმაურდა, ან რეალური ფიგურანტი იყო

15 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ვატო ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის, მეტსახელად "კაწროს“ დაკავების შესახებ, მალევე პროკურატურამ დამატებით ინფორმაციას გაავრცელა, რომ ორივე მათგანს ბრალი უკვე წარდგენილი ჰქონდათ, კიდევ ერთ დაკავებულ შოთა ყიფიანთან ერთად, - მათ თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ჯგუფურ ძალადობას ედავებიან.







