17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რრედაქცია 16.10.2026, 22:24 938

უსმინეთ გრძნობებს და არა გონებას — პრობლემის მოულოდნელ გამოსავალს სწორედ შინაგანი ხმა გიკარნახებთ. ახლობლებისგან დახმარებას ნუ ელოდებით, სჯობს მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ. ნებისმიერ საქმეში თანმიმდევრულობა და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. მოსალოდნელია საინტერესო საქმიანი შეთავაზება, თუმცა სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, რჩევა კომპეტენტურ ადამიანებს ჰკითხეთ. ვარსკვლავების მხარდაჭერით ამ დღეს ყველაზე რთულ საქმეებსაც კი გაუმკლავდებით. შეგიძლიათ გარისკოთ და თამამი გეგმები განახორციელოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უგუნებობა, თავის ტკივილი ან ზოგადი სისუსტე. შესაძლოა, მცირე მატერიალურმა შეფერხებამ და ყოველდღიურმა საზრუნავმაც თავი იჩინოს.

სასწორი

თუ ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა, დროა ყველაფერზე გულახდილად ილაპარაკოთ — პრობლემების დამალვა უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ოჯახის უფროსი წევრები არ დაივიწყოთ. მათთან გატარებული დრო ორივეს დიდ სიხარულს მოგიტანთ. ახალი პროექტების დაწყება და რისკზე წასვლა ნუ შეგაშინებთ — მარსისა და მერკურის ტრინი წარმატებას გიწინასწარმეტყველებთ. ხელმძღვანელობასთან კამათს და საკუთარი სიმართლის მტკიცებას მოერიდეთ, ეს სრულიად უშედეგო და უსარგებლო იქნება. თავისუფალი დრო იმ საქმეს დაუთმეთ, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ. ახლა თვითგანვითარებისთვის საუკეთესო დრო არ არის, უბრალოდ დაისვენეთ.

მორიელი

ბედისწერა საინტერესო ადამიანებს შეგახვედრებთ და პირადი ცხოვრების აწყობის მშვენიერ შანსს მოგცემთ. არაკეთილმოსურნეები შეეცდებიან საყვარელ ადამიანთან წაგაჩხუბონ — თუ პროვოკაციას წამოეგებით ეს ძალიან მალე მოხდება. ვარსკვლავები ბედნიერი მოვლენების წყებას გპირდებიან, რაც ერთფეროვან ყოველდღიურობას გაგიფერადებთ. გამორიცხული არ არის, რომ მალე მივლინებაში გამგზავრება მოგიწიოთ. მოერიდეთ კრედიტების აღებას და ეცადეთ, საფულე ბოლომდე არ დაიცარიელოთ. ახლა ენერგიის მარაგის აღდგენა გჭირდებათ, ამიტომ შეგიძლიათ თავი გემრიელი კერძებით გაინებივროთ, სასიამოვნო ადამიანებს ესაუბროთ, პარკში ისეირნოთ ან შოპინგით გაერთოთ.

მშვილდოსანი

გამორიცხული არ არის, უახლოეს დღეებში რჩეულს შეხვდეთ, ასე რომ, დროა ვარცხნილობა შეცვალოთ და გარდერობი განაახლოთ. თუ საყვარელ ადამიანთან იჩხუბეთ, იცოდეთ, რომ შერიგებისთვის შესანიშნავი პერიოდია — პლანეტების განლაგება კონფლიქტების მოგვარებას ხელს უწყობს. გახსოვდეთ, რომ ბედისწერა მხოლოდ ილუზიაა. საკუთარ ცხოვრებას საკუთარი ქმედებებითა და გადაწყვეტილებებით თავად მართავთ და მსხვერპლი არ ხართ! ეცადეთ წარმატებული ადამიანების გარემოცვაში მეტი დრო გაატაროთ. მოერიდეთ ადამიანს, რომელიც გამუდმებით წუწუნებს და განწყობას გიფუჭებთ. საღამოს ყურადღება მიაქციეთ წნევის ცვალებადობასა და გულ-სისხლძარღვთა სისტემას. ასტროლოგები გირჩევენ, რომ უარყოფით ემოციებს, ნერვიულობასა და კამათს მოერიდოთ.

თხის რქა

ამ დღეს გაჩნდება შანსი, პერსპექტიული პროექტი, რომელზეც დიდხანს და დაუღალავად შრომობდით, საბოლოოდ დაასრულოთ, დარჩენილი დრო კი ახლობლებს დაუთმოთ. კოლეგებს თქვენი ნოვატორული იდეების გასაგებად დრო დასჭირდებათ, ამიტომ მეტი მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. ვარსკვლავები მიზანდასახულ ადამიანებს სასურველი შედეგის სწრაფად მიღწევაში დაეხმარებიან. თუ ზედმეტ კილოგრამებს ებრძვით, ყოველდღიური მენიუ ახალი ბოსტნეულითა და მწვანილით გაამდიდრეთ, ცომეულსა და ტკბილეულზე კი დროებით უარი თქვით.

მერწყული

პირად ცხოვრებაში ცვლილებებისა და გარდაქმნების დღეა. ბევრ მერწყულს სამომავლო გეგმების გადახედვა მოუწევს. მეტი ყურადღება დაუთმეთ შვილებსა და მეუღლეს — დღეს მათ თქვენი მხარდაჭერა განსაკუთრებით დასჭირდებათ. ეცადეთ მეზობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობაში კომპრომისი იპოვოთ. მოერიდეთ არაკეთილგანწყობილ ადამიანებთან შეხვედრებს. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია უთანხმოება როგორც კოლეგებთან, ისე ხელმძღვანელობასთან, თუმცა საკუთარი სიმართლის დამტკიცებას მაინც შეძლებთ. თუ დიდი ხანია, სიახლეებსა და ცვლილებებზე ოცნებობთ, მოქმედების დროა! დღის მეორე ნახევარში შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემებმა თავი შეგახსენოთ, ამიტომ საჭირო მედიკამენტები ახლოს უნდა გქონდეთ.

თევზები

ასტროლოგები გირჩევენ, მეორე ნახევრის ერთგული დარჩეთ და მასთან ურთიერთობაში საკუთარი პოზიცია ბოლომდე დაიცვათ. მალე შეიძლება ჭორებისა და მითქმა-მოთქმის ობიექტი გახდეთ, მაგრამ ამ წვრილმანებზე არ უნდა ინერვიულოთ. გაისეირნეთ მაღაზიებში და სარემონტო მასალები დაათვალიერეთ — დროა, ბინის განახლება დაგეგმოთ. დილის საათებში მოსალოდნელია მელანქოლიური განწყობა, რაც იუპიტერისა და სატურნის კონფლიქტის შედეგია და შესაძლოა პესიმისტურმა ფიქრებმაც შეგაწუხოთ. გირჩევთ საკუთარ თავზე მეტი იზრუნოთ და თუნდაც უმნიშვნელო ჯანმრთელობის პრობლემა უყურადღებოდ არ დატოვოთ.

შემოთავაზებული სიახლეები

ყველას ნახვა
სპორტი23.11.2026

რა მდგომარეობაშია ალექსანდრე თოფურია რომელიც ბრძოლის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს

სპორტი · 23.11.2026
პოლიტიკა22.11.2026

რა მდგომარეობაშია მამუკა მდინარაძე რომელსაც სახელმწიფო დაცვა მოუხსნესა

პოლიტიკა · 22.11.2026
სპორტი22.11.2026

როგორ გაამხნევა ილია თოფურიამ ძმა დამარცხების შემდეგ

სპორტი · 22.11.2026
ყვითელი პრესა22.11.2026

ეკა ნიჟარაძე გარდაცვლილ მეუღლეზე ალაპარაკდა

ყვითელი პრესა · 22.11.2026
სპორტი22.11.2026

რა თანხა გამოიმუშავა ალექსანდრე თოფურიამ გუშინდელი მარცხის მიუხედავათ

სპორტი · 22.11.2026
ყვითელი პრესა21.11.2026

რა ქონება აჩუქა საყვარელმა ადამიანმა ქეთა თოფურიას

ყვითელი პრესა · 21.11.2026
სპორტი21.11.2026

ძალიან სამწუხარო ამბავი ქართველი ვარსკვლავი UFC-ში აღარ ირიცხება

სპორტი · 21.11.2026
ყვითელი პრესა21.11.2026

შვილის ბულინგის გამო სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს .რა მდგომარეობაშია ხათუნა ჟორდანია

ყვითელი პრესა · 21.11.2026