5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

გაიუმჯობესოთ. თუ გრძნობთ, რომ დრო არასოდეს გყოფნით და ხშირად ჭამასაც ვერ ასწრებთ, აუცილებლად ტემპი შეანელეთ — ეს როგორც თქვენს გონებას, ისე სხეულს ვნებს.
სასწორი
ახალი ურთიერთობის წამოწყების გარდა, შესანიშნავი დროა ოდესღაც გაფუჭებული ურთიერთობების აღდგენისა და შერიგებისთვის. მთავარია, რომ სწორი სიტყვები მოძებნოთ! გამორიცხული არ არის, რომ ოჯახს წევრის მიერ დაწესებულ შეზღუდვებთან შეგუება მოგიწიოთ. მზად იყავით სამუშაო განრიგის ცვლილებისთვის და ეცადეთ ახალ პირობებს მოერგოთ. პლანეტები გირჩევენ, აქტიურად იმოქმედოთ და ახალ პროექტების დაწყებაზე დათანხმდეთ, თუნდაც თავიდან უიმედოდ მოგეჩვენოთ. ფული წინასწარ დაგეგმილ შესყიდვებზე დახარჯეთ, კრედიტების აღებას კი მოერიდეთ. სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტისას საკუთარ ინტუიციას ენდეთ. მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. გირჩევთ მენიუში ცხელი კერძები ჩართოთ. ბედისწერა სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ და სრული მზადყოფნით შეხვდით.
მორიელი
აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, განსაკუთრებით საყვარელი ადამიანის გვერდით. კამათიდან რამდენიმე წუთში საკუთარი სიტყვების უკან წაღება მოგინდებათ, თუმცა ვერ შეძლებთ. ამ დღეს წარმატების გასაღები ურთიერთგაგებაა — წინააღმდეგობის გადასალახად გონივრული კომპრომისის პოვნა უნდა ისწავლოთ. სამსახურში ზედმეტ ინიციატივას მოერიდეთ, თორემ შეიძლება ახალი საქმე ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დაგიმატონ. რაღაცის დაკარგვის გამო ნუ იდარდებთ! დაკარგული ნივთი მალე გამოჩნდება, ხოლო თუ არ გამოჩნდა, მასზე უკეთესს იშოვით. თუ საკუთარი ფსიქიკა ხანდახან პრობლემებს გიქმნით, იცოდეთ, რომ შინაგანი წონასწორობის დარღვევა ხშირად საკუთარ თავში დაეჭვებისგან მოდის.
მშვილდოსანი
მოულოდნელი ნაცნობობა შესაძლოა, შთამბეჭდავი რომანტიკული ისტორიის დასაწყისად იქცეს. შესაძლოა, კოლეგის ავადმყოფობის გამო დამატებითი მოვალეობების შესრულება მოგიწიოთ. საქმიან პარტნიორებთან მოლაპარაკებები იმედისმომცემი შედეგით დასრულდება, რაც მომავალში დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. მომდევნო 24 საათის განმავლობაში როგორც დადებითი, ისე უარყოფითი სიახლეები გელით. თუ დღეს შოპინგს გეგმავთ, შესაძლოა, პლუტონის ცვალებადი გავლენით, უამრავი უსარგებლო ნივთი შეიძინოთ. მძიმე ფიქრებს ნუ მიეცემით, ეცადეთ მიმდინარე მოვლენებში პოზიტივი დაინახოთ.
თხის რქა
თქვენი თანაგრძნობა და ემპათია იმაზე დიდ გამოძახილს პოვებს, ვიდრე ძვირადღირებული საჩუქრები. დღეს შესაძლოა მცირე საყოფაცხოვრებო პრობლემებს წააწყდეთ, თუმცა ყველაფერს მარტივად მოაგვარებთ. ეცადეთ შვილების აღზრდასა და ახლობლების მხარდაჭერას მეტი ყურადღება დაუთმოთ. შექმენით მაქსიმალურად კომფორტული გარემო — ასეთ ატმოსფეროში ცხოვრებაც და მუშაობაც სასიამოვნო გახდება. თქვენმა გადამჭრელმა მოქმედებებმა შესაძლოა მატერიალური კეთილდღეობა მოგიტანოთ; ერთადერთი, რაც გევალებათ — გარშემომყოფების თანამშრომლობაზე დაყოლიებაა. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ენერგიის დაქვეითება და ქრონიკული პრობლემების გამწვავება. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ — დღეს არც სტუმრების მიღებაა სასურველი და არც ნათესავების სტუმრობა.
მერწყული
შესაძლოა დღის დასაწყისმა პირად ცხოვრებაში საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება მოითხოვოს. მომდევნო 24 საათის განმავლობაში მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები — როგორც სასიკეთო, ისე უსიამოვნო. უფროსი ნათესავებისგან შესაძლოა შენიშვნები მიიღოთ; ეცადეთ მათი პრეტენზიები გაითვალისწინოთ, რომ სკანდალი თავიდან აიცილოთ — ასე ნერვებსაც დაზოგავთ. ახალი ნაცნობობა სასარგებლო იქნება და მომავალშიც არაერთხელ გამოგადგებათ, თუმცა სანაცვლოდ თქვენც გარკვეული მომსახურების გაწევა მოგიწევთ. ბიზნესმენები მოულოდნელ მხარდაჭერას მიიღებენ — ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო სუბსიდია, სარფიანი კონტრაქტი, მოგებული ტენდერი ან ინვესტორის წინადადება იყოს. საღამოს საათებში ეცადეთ, კომპიუტერთან ნაკლები დრო გაატაროთ, ზედმეტი საკვების მიღებისგან თავი შეიკავოთ და ახალი, უცნობი კერძები არ დააგემოვნოთ.
თევზები
პარტნიორს გულგრილობაში ნუ დაადანაშაულებთ. თუ ადამიანი ყოველ წუთს გრძნობებს არ აფრქვევს, იმას არ ნიშნავს, რომ გრძნობები არ გააჩნია. ვარსკვლავები მოგიწოდებენ, უფროს თაობაზე იზრუნოთ — ამ დღეს თქვენი მხარდაჭერა და ყურადღება განსაკუთრებით სჭირდებათ. თუ ახალ კოლეგას გამოცდილების გაზიარების საშუალებას მისცემთ, ღირებულ ინფორმაციას მიიღებთ. უახლოეს პერიოდში ფინანსური პრობლემები არ გემუქრებათ. გარდა ამისა, შესანიშნავი პერიოდია მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს. დღის მეორე ნახევარში იუპიტერის მფარველობა გელით, რაც ძალასა და ენერგიას შემატებთ. ეცადეთ, ეს შანსი გონივრულად გამოიყენოთ.




