ნინი ქარსელაძის მამის დაღუპვის დეტალები

ნინი ქარსელაძის მამის დაღუპვის დეტალები
რრედაქცია 19.10.2026, 13:13 210

ასაკი რომ მემატება, ძალიან განვიცდი, რომ მამაჩემს იგივე ვერ გავუკეთე, რაც ხათუნას. პირველად ვამბობ ამას, მისი სიცოცხლის გადასარჩენად ერთი წამიც არ მიბრძოლია. ბევრს ვფიქრობ ამაზე, მაგრამ ჩემს თავს ამას ვერ ვპატიობ. ხშირად, სასაფლაოზე რომ მივდივარ, ვთხოვ, რომ მაპატიოს. მაშინ გამოუცდელი და პატარა ვიყავი. მგონია, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მე საკმარისად არ ვიბრძოლე მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

განსაცდელები გვზრდის და ბევრ რამეს ვსწავლობთ. ის ნინი, რომელიც იყო აფექტური, ცოტა უფრო პირდაპირი, მხიარული, ახლა ნაკლებად ვარ ასეთი. მაქსიმალურად ვცდილობ, ძალიან არ გამიფუჭდეს ხასიათი. უფრო მშვიდი ვარ, ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ბევრს ვფიქრობ და გადაწყვეტილებას აღარ ვიღებ მარტივად.

მამა როდესაც გარდაიცვალა, ზაფხული იყო, ძალიან ცხელოდა. გაციებას ამას ვერ დავაბრალებდი, ხათუნას ხველება პანაშვიდებზე დაეწყო. იმ 5 დღეში ყველანაირი ტიპის წამალი დავალევინე, მაგრამ არაფერმა ოდნავი შვებაც არ მისცა. დაკრძალვიდან სამ დღეში მოტყუებით წავიყვანე, რადგან მამას ფილტვის დაავადება ჰქონდა, გენეტიკური იყო და ვუთხარი, რომ მე უნდა გადამეღო. ექიმთან რომ მივედით, უცებ მიხვდა, რაც სჭირდა ხათუნას, მაგრამ არ შემაშინა, რადგან მამა ახალი გარდაცვლილი იყო. ამ დღეს მეორე ექიმი ხათუნასთვის წარმოუდგენელი იყო. ცხოვრებაში პირველად ხათუნა დილით მარტო წავიდა ექიმთან და უთხრეს, რომ ბიოფსია უნდა გაეკეთებინა. ერთ კვირაში მე, მერაბი და ხათუნა გავფრინდით ისრაელში. დღევანდელი გადმოსახედიდან ღმერთს მადლობას ვეუბნები, ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. მე მივხვდი, რომ უბრალოდ უნდა მებრძოლა“, - ამბობს ნინი

შემოთავაზებული სიახლეები

ყველას ნახვა
საზოგადოება23.11.2026

ცნობილი გახდა “ავერსი ფარმას” თანამშრომლის გარდაცვალების მიზეზი – იშვიათი რამ დაემართა…

საზოგადოება · 23.11.2026
საზოგადოება23.11.2026

როგორია ფონიჭალაში, აფეთქებისას დაშავებული 3 წლის თაიას და 11 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა - რას აცხადებს ექიმი

საზოგადოება · 23.11.2026
საზოგადოება23.11.2026

მოსკოვში ქართველი კანონიერი ქურდა დააკავეს

საზოგადოება · 23.11.2026
სპორტი23.11.2026

რა მდგომარეობაშია ალექსანდრე თოფურია რომელიც ბრძოლის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს

სპორტი · 23.11.2026
საზოგადოება23.11.2026

ფაბრიკაში გაჩენილი ხანძრის შედეგად არიან დაღუპულები

საზოგადოება · 23.11.2026
საზოგადოება23.11.2026

პრეზიდენტის საგანგებო გადაწყვეტილება გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით

საზოგადოება · 23.11.2026
საზოგადოება23.11.2026

ალბათ ჭკუიდან გავალ, რომ დაგინახო, სიხარულისგან. არავინ იცის, რა წამება და ტანჯვაა ჩემს გულში..." - რას წერს გურამ დადიანიძის დედა

საზოგადოება · 23.11.2026
საზოგადოება23.11.2026

ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება – ვრცლად იხილეთ კომენტარებში

საზოგადოება · 23.11.2026