დავით ფეიქრიშვილი ხელახალი დაზიანებებით გადაიყვანეს “ვივამედში“, გადაჭრილი აქვს მარცხენა ხელის მტევანი“ - ადვოკატი

დავით ფეიქრიშვილი ხელახალი დაზიანებებით გადაიყვანეს “ვივამედში“, გადაჭრილი აქვს მარცხენა ხელის მტევანი“ - ადვოკატი
რრედაქცია 20.10.2026, 21:15 93

და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლი კვლავ კლი­ნი­კა “ვი­ვა­მედ­ში“ გა­და­იყ­ვა­ნეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი ად­ვო­კა­ტი პა­ა­ტა გო­გი­აშ­ვი­ლი ადას­ტუ­რებს.

“ვა­დას­ტუ­რებ, რომ და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლი ხე­ლა­ხა­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით გა­და­იყ­ვა­ნეს “ვი­ვა­მედ­ში“, გა­დაჭ­რი­ლი აქვს მარ­ცხე­ნა ხე­ლის მტე­ვა­ნი და მარ­ჯვე­ნა ხე­ლის თი­თის მო­ტე­ხი­ლო­ბა“, - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

პა­ტიმ­რის კლი­ნი­კა­ში შეყ­ვა­ნის ფაქტს ადას­ტუ­რე­ბენ "ვი­ვა­მედ­შიც".

მა­ნამ­დე სპე­ცი­ა­ლურ­მა პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა პა­ტი­მარ, და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა უარ­ყო მა­ნამ­დე ად­ვო­კა­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია №8 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 16 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მი­მართ თა­ნა­მე­საკ­ნე­ე­ბის მხრი­დან ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბა და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ვა­ლა­ლოა და გა­ნა­ცხა­და, რომ და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილ­ზე თა­ნა­მე­საკ­ნე­ე­ბის მხრი­დან არა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

უფრო ადრე კლი­ნი­კა “ვი­ვა­მე­დის“ კლი­ნი­კურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ზუ­რაბ ჩხა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ კრი­მი­ნა­ლურ წრე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პა­ტი­მა­რი, და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლი კლი­ნი­კა­ში მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით შე­იყ­ვა­ნეს. რო­გორც მან “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, დაკ­ვირ­ვე­ბის მიზ­ნით და შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით გა­წე­რეს N18 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც ცი­ხის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა.

შემოთავაზებული სიახლეები

ყველას ნახვა
საზოგადოება23.11.2026

ცნობილი გახდა “ავერსი ფარმას” თანამშრომლის გარდაცვალების მიზეზი – იშვიათი რამ დაემართა…

საზოგადოება · 23.11.2026
საზოგადოება23.11.2026

როგორია ფონიჭალაში, აფეთქებისას დაშავებული 3 წლის თაიას და 11 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა - რას აცხადებს ექიმი

საზოგადოება · 23.11.2026
საზოგადოება23.11.2026

მოსკოვში ქართველი კანონიერი ქურდა დააკავეს

საზოგადოება · 23.11.2026
სპორტი23.11.2026

რა მდგომარეობაშია ალექსანდრე თოფურია რომელიც ბრძოლის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს

სპორტი · 23.11.2026
საზოგადოება23.11.2026

ფაბრიკაში გაჩენილი ხანძრის შედეგად არიან დაღუპულები

საზოგადოება · 23.11.2026
საზოგადოება23.11.2026

პრეზიდენტის საგანგებო გადაწყვეტილება გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით

საზოგადოება · 23.11.2026
საზოგადოება23.11.2026

ალბათ ჭკუიდან გავალ, რომ დაგინახო, სიხარულისგან. არავინ იცის, რა წამება და ტანჯვაა ჩემს გულში..." - რას წერს გურამ დადიანიძის დედა

საზოგადოება · 23.11.2026
საზოგადოება23.11.2026

ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება – ვრცლად იხილეთ კომენტარებში

საზოგადოება · 23.11.2026