21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მორიელი
თქვენს ცხოვრებას გარემოებები კი არა თავად თქვენ ქმნით! მხოლოდ გულის კარნახით იმოქმედეთ, რადგან თქვენთვის შეუძლებელი არაფერია. სავარაუდოდ, მცირე ფინანსურ პრობლემებთან და საოჯახო საზრუნავთან შეჯახება მოგიწევთ. თუ სამსახურში უშეცდომო გადაწყვეტილებების მიღებას განაგრძობთ, შეიძლება მალე დაწინაურება შემოგთავაზონ. სანამ მორიგი იდეის განხორციელებას დაიწყებთ, ეცადეთ მოსალოდნელი შედეგი გაითვალისწინოთ და თუ საჭიროა, გამოცდილ ადამიანსაც გაესაუბროთ. ხანდაზმულ და ფიზიკურად დასუსტებულ ადამიანებს შესაძლოა ქრონიკული დაავადებები გაუწვავდეთ. გაუფრთხილდით ნერვებს. ემოციურმა დისბალანსმა და სულიერმა არასტაბილურობამ შესაძლოა ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა რომანტიკული ურთიერთობების დასაწყებად, მით უმეტეს, რომ ტრფობის ობიექტი ახლოს გყავთ. ოჯახის წევრების მიმართ ზედმეტმა მზრუნველობამ შეიძლება საწინააღმდეგო შედეგი გამოიღოს — ეცადეთ საყვარელ ადამიანებს „დათვური სამსახური“ არ გაუწიოთ. თუ ახალი პროექტის წამოწყებას გეგმავთ, ეცადეთ, თანამოაზრეები შემოიკრიბოთ — მარტო მოქმედება უიმედოა და ამას უამრავი დრო და ენერგია შეეწირება. თუ ფინანსური მარაგი გაქვთ, კარგი დღეა სანდო აქციებსა თუ სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირებისთვის. დროა, იმ ტრანსიდან გამოხვიდეთ, რომელშიც ბოლო დროს იმყოფებით და ყურადღება რაიმე აქტიურ საქმიანობაზე გადაიტანოთ. ხელსაყრელი დროა სტომატოლოგთან ვიზიტისა და პროფილაქტიკური მკურნალობისთვის.
თხის რქა
გახსოვდეთ, რომ წარსული წარსულში რჩება, ამიტომ ძველ უთანხმოებებს ნუ გაიხსენებთ და ერთმანეთის წინააღმდეგ ნუ გამოიყენებთ. ეცადეთ ერთმანეთს შეცდომები აპატიოთ და კომპრომისებზე წახვიდეთ, რომ ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ. თუ საოჯახო საქმეებისთვის დრო გამოგიჩნდათ, შეგიძლიათ მცირე კოსმეტიკური რემონტი ან ავეჯის გადაადგილება დაიწყოთ. სამსახურში შეგიძლიათ ახალი პროექტი დაიწყოთ — ვარსკვლავების განლაგება წარმატებას გპირდებათ. აკეთეთ ის, რაც ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ, მაგრამ კანონისა და მორალის საზღვრებს ნუ გადააბიჯებთ. მშვენიერი დღეა დიეტის დასაწყებად, წონის კლების პროცესი ძალიან შედეგიანი იქნება.
მერწყული
დღეს შეგიძლიათ, პარტნიორთან ერთად განიხილოთ საკითხები, რომლებიც ორივეს გეხებათ. ეცადეთ, ოჯახის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენოთ და ურთიერთობის გამყარების გზები იპოვოთ. სულ მალე ახალ საგანს ან თემას გაეცნობით, რომელიც დიდ ინტერესს აღგიძრავთ. სატურნის და იუპიტერის ნახევრადსექსტილი ფინანსურ დანახარჯებზე მიუთითებს. ეს შესაძლოა ტექნიკის შეძენას, გადაუდებელ რემონტს ან ვალების დაბრუნებას უკავშირდებოდეს. გახსოვდეთ, რომ მუდმმივი სიჩქარე და ფაციფუცი არა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, არამედ სულისთვისაც მავნებელია. ეცადეთ, აუჩქარებლად ცხოვრება ისწავლოთ.
თევზები
ხანდახან ყოველდღიური ორომტრიალისგან დისტანცირება და განმარტოება ძალიან სასარგებლოა. საკუთარ თავთან გატარებული დრო ფიქრების დალაგებაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში ჰარმონიული პერიოდია — ყველა უთანხმოება წარსულს ჩაჰბარდება. დროა, იმ საქმეების შესრულება დაიწყოთ, რომლებიც დიდი ხნის წინ, თაროზე შემოდეთ. ჰოროსკოპი აჩვენებს, რომ შემდგომმა დაყოვნებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გართულებები გამოიწვიოს. გამორიცხული არ არის, რომ სრულიად უსარგებლო შენაძენში ძალიან ბევრი ფული გადაიხადოთ, რასაც მეუღლესთან კამათი და ურთიერთბრალდებები მოჰყვება. დღეს ცხარე და მლაშე საკვებს ნუ მიირთმევთ — ამან შეიძლება ნაწლავების დისკომფორტი და გულძმარვა გამოიწვიოს







