კერძო საბავშვო ბაღში ორი ბავშვი გარდაიცვალა რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა

კერძო საბავშვო ბაღში ორი ბავშვი გარდაიცვალა რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა
რრედაქცია 22.10.2026, 20:36 159

საბავშვო ბაღში ორი ჩვილი გარდაიცვალა, ათეულობით ბავშვი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს დღეს იერუსალიმში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ქალაქის ერთ-ერთ უბანში მდებარე კერძო საბავშვო ბაღში ორი ჩვილი გარდაიცვალა, ხოლო ათეულობით ბავშვი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროების გამო საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ტრაგიკული შემთხვევა მოხდა იერუსალიმის რომემას უბანში მოქმედ კერძო საბავშვო ბაღში. არსებული ინფორმაციით, ბაღში მყოფ ბავშვებს მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო სამსახურების დიდი რაოდენობა მივიდა.

ბავშვები დაუყოვნებლივ იქნენ ევაკუირებული და გადაყვანილი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. ექიმების მცდელობის მიუხედავად, ორი ჩვილი — რამდენიმე თვის ასაკის – გარდაიცვალა.

სასწრაფო სამსახურების ცნობით, რამდენიმე ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენები კი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

თავდაპირველი ვერსიით, ინციდენტი შესაძლოა დაკავშირებული იყოს მავნე აირის ან სხვა სახიფათო გარემო ფაქტორის ზემოქმედებასთან, თუმცა ოფიციალური უწყებები ხაზს უსვამენ, რომ გამოძიება ჯერ მიმდინარეობს და საბოლოო ბოლოო დასკვნები გაკეთებული არ არის. პოლიციის ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ საბავშვო ბაღი ლიცენზიის გარეშე ფუნქციონირებდა, რაც დამატებით კითხვებს აჩენს უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით.

მომხდარმა ტრაგედიამ ისრაელის საზოგადოებაში მწვავე რეაქცია გამოიწვია. პოლიტიკოსები, ექსპერტები და მშობლების ორგანიზაციები საუბრობენ საბავშვო დაწესებულებებზე კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე, განსაკუთრებით კერძო ბაღების შემთხვევაში. ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ შემოიფარგლოს მხოლოდ გამოძიებით და მიიღოს პრევენციული ზომები, რათა მომავალში მსგავსი ტრაგედიები თავიდან იქნას აცილებული. გამოძიება გრძელდება. საზოგადოება ელოდება ოფიციალურ დასკვნებს და პასუხებს კითხვაზე —

როგორ მოხდა, რომ საბავშვო ბაღში ბავშვების სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდა

შემოთავაზებული სიახლეები

ყველას ნახვა
სპორტი23.11.2026

რა მდგომარეობაშია ალექსანდრე თოფურია რომელიც ბრძოლის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს

სპორტი · 23.11.2026
პოლიტიკა22.11.2026

რა მდგომარეობაშია მამუკა მდინარაძე რომელსაც სახელმწიფო დაცვა მოუხსნესა

პოლიტიკა · 22.11.2026
სპორტი22.11.2026

როგორ გაამხნევა ილია თოფურიამ ძმა დამარცხების შემდეგ

სპორტი · 22.11.2026
ყვითელი პრესა22.11.2026

ეკა ნიჟარაძე გარდაცვლილ მეუღლეზე ალაპარაკდა

ყვითელი პრესა · 22.11.2026
სპორტი22.11.2026

რა თანხა გამოიმუშავა ალექსანდრე თოფურიამ გუშინდელი მარცხის მიუხედავათ

სპორტი · 22.11.2026
ყვითელი პრესა21.11.2026

რა ქონება აჩუქა საყვარელმა ადამიანმა ქეთა თოფურიას

ყვითელი პრესა · 21.11.2026
სპორტი21.11.2026

ძალიან სამწუხარო ამბავი ქართველი ვარსკვლავი UFC-ში აღარ ირიცხება

სპორტი · 21.11.2026
ყვითელი პრესა21.11.2026

შვილის ბულინგის გამო სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს .რა მდგომარეობაშია ხათუნა ჟორდანია

ყვითელი პრესა · 21.11.2026