გაირკვა რა გახდა საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის გიორგი ნემსაძის გარდაცვალების მიზეზი.

გაირკვა რა გახდა საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის გიორგი ნემსაძის გარდაცვალების მიზეზი.
რრედაქცია 23.10.2026, 10:10 744

2026 წლის 21 ოქტომბერს ლეგენდარული ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი მეუღლის რუსუდან ჩირგაძის ინფორმაციით, ფეხბურთელს შაბათს დაკრძალავენ, ხოლო პანაშვიდები ხუთშაბათს და პარასკევს გაიმართება, მისამართი: ვაკე, ატენის ქ. 18ბ, სართული 6.

ცნობილ ფეხბურთელს თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

გაირკვა ვეტერანი ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი. როგორც “რეზონანსს” ოჯახთან დაახლობულმა პირმა განუცხადა, გიორგი ნემსაძე ძილში გულის შეტევით გარდაიცვალა და ეს ფაქტი ადგილზე მისულმა სამედიცინო პერსონალმა დაადასტურა.

გიორგი ნემსაძემ 1992–2004 წლებში ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 69 მატჩი, საიდანაც 42 შეხვედრაში გუნდს კაპიტნობდა. კარიერა დაიწყო და დაასრულა თბილისის „დინამოში“. ასევე თამაშობდა ლანჩხუთის „გურიაში“, თბილისის „შევარდენსა“ და „ლოკომოტივში“. საქართველოს ოთხგზის ჩემპიონია.

იგი თამაშობდა გერმანულ „ჰომბურგში“, თურქულ „ტრაბზონსფორში“, შვეიცარიულ „გრასჰოფერში“ და იტალიურ „რეჯანაში“. განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა შოტლანდიურ კლუბ „დანდიში“, სადაც კაპიტანი იყო და 2010 წელს კლუბის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

შემოთავაზებული სიახლეები

ყველას ნახვა
სპორტი23.11.2026

რა მდგომარეობაშია ალექსანდრე თოფურია რომელიც ბრძოლის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს

სპორტი · 23.11.2026
პოლიტიკა22.11.2026

რა მდგომარეობაშია მამუკა მდინარაძე რომელსაც სახელმწიფო დაცვა მოუხსნესა

პოლიტიკა · 22.11.2026
სპორტი22.11.2026

როგორ გაამხნევა ილია თოფურიამ ძმა დამარცხების შემდეგ

სპორტი · 22.11.2026
ყვითელი პრესა22.11.2026

ეკა ნიჟარაძე გარდაცვლილ მეუღლეზე ალაპარაკდა

ყვითელი პრესა · 22.11.2026
სპორტი22.11.2026

რა თანხა გამოიმუშავა ალექსანდრე თოფურიამ გუშინდელი მარცხის მიუხედავათ

სპორტი · 22.11.2026
ყვითელი პრესა21.11.2026

რა ქონება აჩუქა საყვარელმა ადამიანმა ქეთა თოფურიას

ყვითელი პრესა · 21.11.2026
სპორტი21.11.2026

ძალიან სამწუხარო ამბავი ქართველი ვარსკვლავი UFC-ში აღარ ირიცხება

სპორტი · 21.11.2026
ყვითელი პრესა21.11.2026

შვილის ბულინგის გამო სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს .რა მდგომარეობაშია ხათუნა ჟორდანია

ყვითელი პრესა · 21.11.2026