24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ამ დღეს შეიძლება ერთი ნახვით შეყვარება გამოცადოთ! ასე რომ, მომენტით ისიამოვნეთ და საკუთარ ემოციებს ჩაუღრმავდით. გულახდილი საუბარი დაგეხმარებათ, რომ ოპონენტის პოზიცია უკეთ გაიგოთ და კომპრომისის პოვნა შეძლოთ.
სამსახურში საკმარისი ენერგია გაქვთ, რომ ნებისმიერი დაბრკოლება გადალახოთ და ენერგიულად შრომობთ, როცა სხვები ჯერ კიდევ ფიქრობენ! იღბალი რომ შეინარჩუნოთ, საკუთარი გამარჯვებების საზღვრები დააწესეთ და წვრილმანებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. გამორიცხული არ არის, რომ მოულოდნელმა ნაბიჯმა ყველაზე ამბიციური მიზნების მიღწევაში ხელი შეგიწყოთ. ხელსაყრელი დღეა საყიდლებისთვის (სამკაულებისა და ქვის ნაკეთობების გარდა). საღამოს შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ, თუმცა თბილი ჩაი და წყარი მუსიკა განწყობას გაგიუმჯიბესებთ.
თევზები
ხელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის — საყოფაცხოვრებო საკითხები იოლად, ზედმეტი ხარჯების გარეშე მოგვარდება და დრო პირადი სიამოვნებისთვისაც დაგრჩებათ. ამასთან, ქალბატონების მოხიბვლას და გრძნობების გამოვლენას ადვილად შეძლებთ.
სამსახურში სასურველ შედეგის მისაღწევად ბოლომდე უნდა დაიხარჯოთ — თქვენი უშუალო მონაწილეობის გარეშე არაფერი გამოვა. პარტნიორულ ურთიერთობებში ტყუილი, ილუზიები და ეჭვიანობა შეიძლება დაუფიქრებელი ნაბიჯების მიზეზი გახდეს. მოუწყვეთ საკუთარ თავს დადებითი ემოციების დღე — რეალობის სიხარულით აღქმა თვითშეფასებას აგიმაღლებთ, კარგი განწყობა კი არა მხოლოდ უსიამოვნო ფიქრებს გაფანტავს, არამედ ენერგიითაც აგავსებთ.







