25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

შესაძლოა, თქვენს რჩეულს ეჭვიანობის მიზეზი თავად მიეცით და ეცადეთ ვითარება გამოასწოროთ. ამ დღეს იღბალი გაგიღიმებთ! პრობლემები, რომლებიც ბოლო დროს სამსახურსა თუ ოჯახურ ურთიერთობებში გქონდათ, საბოლოოდ მოგვარდება. ძველ პროექტებზე მუშაობამ შესაძლოა სრულიად მოულოდნელი შედეგი მოგიტანოთ — მიდგომებს გადახედეთ და ძველ იდეებს მეორე შანსი მიეცით. ამ დღეს მოსალოდნელია ფინანსური მოგება იმ პროექტიდან, სადაც ინვესტიცია რამდენიმე თვის წინ ჩადეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, შემოსავლის ნაწილი ქველმოქმედებას დაუთმოთ. აქტიური ცხოვრების წესი არა მხოლოდ ძალას გმატებთ, არამედ ახალგაზრდობის გახანგრძლივებაშიც გეხმარებათ, ამიტომ გამოყავით დრო სპორტისა და სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის.







