26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რრედაქცია 25.10.2026, 20:32 720

თავდადებას მაინც არ დააფასებს. უმჯობესია, სახლში ადრე დაბრუნდეთ და საღამო ოჯახს დაუთმოთ. პლანეტების არც თუ ისე ხელსაყრელი განლაგების გამო, სამუშაო პროცესში შეცდომებია მოსალოდნელი. მერკურისა და იუპიტერის შეერთება წარმატებას გპირდებათ, ამიტომ თუ სამსახურის ძიებაში ხართ, იღბალი მალე გაგიღიმებთ! ყოველდღიურ მენიუში პოლივიტამინები ჩართეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუნიტეტი დაქვეითდება, რაც ზოგად მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.

მორიელი

პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი — ჰორიზონტზე გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის. უახლოესი დღეები ძველ მეგობრებთან შეხვედრებისა და საზოგადოებრივი შეკრებებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია. საქმე, რომელსაც დღეს დაიწყებთ, პერსპექტიული არ ჩანს, თუმცა თქვენი მონდომება და შრომისმოყვარეობა სასწაულებს მოახდენს. თუ ოცნებების ასასრულებლად ფინანსები გაკლიათ, ასტროლოგიური პროგნოზი მეტ აქტიურობას გირჩევთ. ჰიპერტონიისკენ მიდრეკილებმა წინასწარ იზრუნეთ, რომ წნევის მკვეთრი რყევები თავიდან აირიდოთ.

მშვილდოსანი

უახლოეს დღეებში სასიამოვნო სიახლეს ან საინტერესო შეხვედრას ელოდეთ. თავი შეიკავეთ თვითგვემისა და გარშემო მყოფების მიმართ უსაფუძვლო პრეტენზიებისგან. მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს მოულოდნელი სიურპრიზი, აჩუქეთ ორიგინალური საჩუქარი ან უბრალოდ სანთლის შუქზე რომანტიკული ვახშამი მოამზადეთ — ეს ურთიერთობას კიდევ უფრო გააძლიერებს! არ დაგავიწყდეთ, რომ ვინც ინფორმაციას ფლობს, ის სიტუაციას მართავს, თუმცა ინფორმაცია ყოველთვის გადაამოწმეთ, რომ ვინმემ არ შეგაცდინოთ. გამორიცხული არ არის, რომ სადავო საკითხების მოსაგვარებლად ოფიციალურ პირებთან შეხვედრა მოგიწიოთ — შეეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, და პრიორიტეტები სწორად გაანაწილოთ. წვრილმანებზე ნერვიულობა არ ღირს, მით უმეტეს, რომ ეს ჯანმრთელობას ვნებს.

თხის რქა

პარტნიორის მიუღებელ ქცევას ნუ შეეგუებით — ღიად ისაუბრეთ იმაზე, რაც გაწუხებთ. უახლოეს დღეებში მეუღლესთან ურთიერთობას გამოცდას ელის, შესაძლებელია უმნიშვნელო წყენა და გაუგებრობებიც. სამსახურში მოულოდნელ ცვლილებებს შეეჯახებით, მაგრამ სანერვიულო არაფერი გაქვთ — თქვენ არაფერი გემუქრებათ. ნამდვილ წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ გარშემომყოფთა აზრს გაითვალისწინებთ და კოლეგების დახმარებას დააფასებთ. ინტუიცია დღეს განსაკუთრებით ძლიერია — შინაგან ხმას მოუსმინეთ, ის ზუსტად გეტყვით, თქვენს ჯანმრთელობასა და სულიერ წონასწორობას რა სჭირდება.

მერწყული

სასიყვარულო საქმეებში პირველი ნაბიჯის გადადგმის ნუ მოგერიდებათ — ყველაფერს ბედის ანაბარა ნუ მიატოვებთ, თავად იმოქმედეთ! გირჩევთ საოჯახო საქმეების ნაწილი საკუთარ თავზე აიღოთ და მეორე ნახევარს მეტი დრო დაუთმოთ — ეს ორივეს დიდ სიამოვნებას მოგიტანთ. დღის დასაწყისში მცირე დაბრკოლებებისთვის მოემზადეთ — შესაძლოა საბუთების გაფორმებისას პრობლემები შეიქმნას, რამაც თქვენს საქმიან იმიჯზე იმოქმედოს. პასუხისმგებლობის აღების ნუ შეგეშინდებათ — ეს ლიდერის თვისება და სამსახურში წარმატების მთავარი პირობაა. ჰოროსკოპი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ან ადრე დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებას გპირდებათ. საღამოსკენ შეიძლება თავის ტკივილმა შეგაწუხოთ, ამიტომ დღის განმავლობაში ნუ გადაიღლებით და დასვენების დრო გამონახეთ.

თევზები

ვენერას მხარდაჭერის იმედი ნუ გექნებათ — ამჯერად ვარსკვლავები თქვენ მხარეს არ არიან. ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ მთელი ყურადღება ოჯახსა და ახლობლებს დაუთმოთ, რადგან მყარი ოჯახური კავშირები ცხოვრების მთავარი საყრდენია. იმის მისაღწევად, რაც ჩაიფიქრეთ, საკმაოდ დიდი ძალისხმევისა და ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ. ბოლო დროს ფულის გამომუშავებას ზედმეტად დიდ დროს და ყურადღებას უთმობთ, თუმცა ამ სამყაროში არანაკლებ საინტერესო და სასიამოვნო საქმეებიც არსებობს! ჯანმრთელობის მხრივ მნიშვნელოვანი არაფერი გემუქრებათ, მაგრამ გაციება და სურდო ადვილად შეიძლება შეგეყაროთ, ამიტომ ეცადეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას თავი აარიდოთ.

შემოთავაზებული სიახლეები

ყველას ნახვა
სპორტი23.11.2026

რა მდგომარეობაშია ალექსანდრე თოფურია რომელიც ბრძოლის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს

სპორტი · 23.11.2026
პოლიტიკა22.11.2026

რა მდგომარეობაშია მამუკა მდინარაძე რომელსაც სახელმწიფო დაცვა მოუხსნესა

პოლიტიკა · 22.11.2026
სპორტი22.11.2026

როგორ გაამხნევა ილია თოფურიამ ძმა დამარცხების შემდეგ

სპორტი · 22.11.2026
ყვითელი პრესა22.11.2026

ეკა ნიჟარაძე გარდაცვლილ მეუღლეზე ალაპარაკდა

ყვითელი პრესა · 22.11.2026
სპორტი22.11.2026

რა თანხა გამოიმუშავა ალექსანდრე თოფურიამ გუშინდელი მარცხის მიუხედავათ

სპორტი · 22.11.2026
ყვითელი პრესა21.11.2026

რა ქონება აჩუქა საყვარელმა ადამიანმა ქეთა თოფურიას

ყვითელი პრესა · 21.11.2026
სპორტი21.11.2026

ძალიან სამწუხარო ამბავი ქართველი ვარსკვლავი UFC-ში აღარ ირიცხება

სპორტი · 21.11.2026
ყვითელი პრესა21.11.2026

შვილის ბულინგის გამო სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს .რა მდგომარეობაშია ხათუნა ჟორდანია

ყვითელი პრესა · 21.11.2026