7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რრედაქცია 06.10.2026, 22:28 115

განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ: მარსის გავლენა იმატებს და ტრავმების რისკი მაღალია. შეიძლება განწყობა თავის მსუბუქმა ტკივილმა გააფუჭოს, თუმცა ეს დღით დატკბობაში ხელს ვერ შეგიშლით. მნიშვნელოვანი საქმეები უმჯობესია სხვა დროისთვის გადადოთ.

მშვილდოსანი

ახალი ნაცნობობისთვის მშვენიერი პერიოდი დგება, თუმცა ნუ იჩქარებთ, რომ ახალ მეგობრებს პირადი ცხოვრების წვრილმანები გაანდოთ. ამ დღეს ცოლქმრული ურთიერთობები საკმაოდ დაძაბული იქნება — უთანხმოებამ შესაძლოა მტკიცე წყვილებშიც კი თავი იჩინოს. ახლა დაშვებული შეცდომების გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სირთულეები ხელმძღვანელობასთან ან კოლეგებთან ურთიერთობაში. იყავით თანმიმდევრული, შეინარჩუნეთ ცივი გონება და საკუთარი პოზიციის დაცვას შეძლებთ! ვარსკვლავების გაფრთხილებენ, რომ ამ დღეს ტრავმების რისკი იმატებს, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ.

თხის რქა

გაჯიუტების გამო შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა ზურგი გაქციოთ. ამ დღეს შეგიძლიათ საყოფაცხოვრებო და სამეურნეო საკითხები მოაგვაროთ. მეორე ნახევრისგან დახმარებასა და თანადგომას უნდა ელოდოთ. ერიდეთ რთულ პროექტებს და ყურადღება მიმდინარე ამოცანებზე გადაიტანეთ. ფინანსურ საკითხებში ინტუიციას ენდეთ — წარმატებული ინვესტიციის ამოცნობა რთული იქნება, თუმცა თქვენ ამას შეძლებთ. ნუ იდარდებთ, თუ თქვენს ზურგს უკან ჭორაობენ, ეს მხოლოდ თქვენი წარმატებით გამოწვეული შურია. ტელეფონზე ზედმეტად დიდხანს ლაპარაკმა შეიძლება საღამოს თავის ტკივილი გამოიწვიოს.

მერწყული

საყვარელ ადამიანს თქვენთვის რაღაც მნიშვნელოვანის თქმა სურს, თუმცა ვერ ბედავს. ნუ დააჩქარებთ და აცადეთ, რომ გულახდილი საუბრისთვის მოემზადოს. დაგროვილი საქმეები და საზრუნავი თქვენს სრულ ყურადღებას მოითხოვს! ამას შინაურებთან უთანხმოებაც დაემატება — სიბრძნე გამოიჩინეთ, რათა კონფლიქტი თავიდან აირიდოთ. უფროსობასთან და კოლეგებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია დავა და უსიამოვნო სიტუაციები. თავი შეიკავეთ ცხიმიანი საკვებისგან — მეხუთე სახლში მყოფი სატურნი კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე უარყოფითად მოქმედებს.

თევზები

მომდევნო 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ, რომანტიკული პაემანი მოაწყოთ. ჰოროსკოპი გვიჩვენებს, რომ ენამახვილობითა და პიროვნული თვისებებით ყველას მოხიბლავთ. თუ გრძნობთ, რომ დაკისრებულ საქმეს თავს ვერ ართმევთ, ნუ მოგერიდებათ, რომ დახმარებისთვის უფრო გამოცდილ კოლეგებს მიმართოთ. კამათმა და ურთიერთბრალდებებმა შესაძლოა, თქვენი ურთიერთობა ჩიხში შეიყვანოს, ამიტომ დათმობაზე წასვლა მოგიწევთ. ეს დღე იდეალურია საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად, ძვირად ღირებული შენაძენებისა თუ ბინის გადასაცვლელად. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი დახმარებაც — ახლობლები თქვენი ფინანსური ვალდებულებების ნაწილს საკუთარ თავზე აიღებენ. გადაღლილობის გამო შესაძლოა თავი შეუძლოდ იგრძნოთ, ამიტომ პასიურ დასვენებას მეტი დრო დაუთმეთ.

შემოთავაზებული სიახლეები

ყველას ნახვა
სამართალი06.10.2026

კონფლიქტი ამის გამო დაიწყო…მა­მა­კაც­მა ია­რა­ღი აიღო და გო­გო­ნას თავ­ში ეს­რო­ლა” – თეიმურაზ გოგიაშვილის სკანდალური აღიარება, ახალი დეტალები

სამართალი · 06.10.2026
საზოგადოება06.10.2026

პენსია 665 ლარი გახდება”- ვის რამდენი ლარით გაეზრდება პენსია‼

საზოგადოება · 06.10.2026
საზოგადოება05.10.2026

337 გვარი) ქართულად გადაკეთებული არაქართული გვარები ! დააკომენტარეთ თქვენი გვარი და ნახეთ ხართ თუ არა ამ სიაში

საზოგადოება · 05.10.2026
ეკონომიკა03.10.2026

ნახეთ, ვის გაეზრდება ხელფასი 20%-ით შემდეგი წლიდან

ეკონომიკა · 03.10.2026
საზოგადოება03.10.2026

შორენა ბეგაშვილი კომოს ტბაზე დაქორწინდა

საზოგადოება · 03.10.2026
მსოფლიო03.10.2026

თურქეთის პოპ-მეფე ტარკანის ყურადღებაც მიიპყრო“ - ევა ბუთიაშვილის შესახებ თურქული მედიაც წერს: გოგონას გამომწერების რაოდენობამ უკვე 1 მლნ-ს გადააჭარბა

მსოფლიო · 03.10.2026