ამ კვლევამ ჩემი ცხოვრება გადაარჩინა!“ - ემილი გოგუას უცნობი ამბავი რა დიაგნოზი დაუსვევ ტელე წამყვანს

დღეს ემილი გოგუას ცხოვრება შესაძლოა, სულ სხვაგვარი ყოფილიყო, რომ არა საშვილონოს ყელის კიბოს სკრინინგული გამოკვლევა. სკრინინგის დროს გამოვლენილმა კიბოსწინარე ცვლილებებმა და დროულმა მკურნალობამ მას შესაძლებლობა მისცა, თავიდან აეცილებინა დაავადების შესაძლო პროგრესირება.
დღეს იგი საკუთარ გამოცდილებას ათასობით ქალს უზიარებს და მოუწოდებს, საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება დაუთმონ.







