რა თანხა მოსთხოვა ლიზა ისენკომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვიურად ,ალიმენტის სახით

დეპუტატი ლიზა იასკო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევას და მათი საერთო ქალიშვილის, ჟასმინის რჩენისთვის ალიმენტის დაკისრებას ითხოვს. უკრაინული გამოცემა "უკრაინსკიე ნოვოსტის“ ინფორმაციით, იასკოს სარჩელის განხილვა 2026 წლის 30 ნოემბერს არის ჩანიშნული.
სასამართლოსთვის წარდგენილი მოთხოვნის თანახმად, იასკო სააკაშვილის შემოსავლის ერთი მესამედის დაკისრებას ითხოვს. ამასთან, ალიმენტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი ასაკის ბავშვისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმის ათმაგ ოდენობას. თანხის გადახდა სარჩელის შეტანის დღიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე უნდა გაგრძელდეს.







