ლიზა დარასელია პირად ცხოვრებაზე ,მეორეჯერ ვთხოვდები.

რამდენად უყვარს ლიზი დარასელიას საკუთარი დაბადების დღე, როგორ აღნიშნავს ხოლმე ამ დღეს და რით იყო მისი წლევანდელი წვეულება გამორჩეული, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ჩემი დაბადების დღე ძალიან მიყვარს და ყოველთვის განსაკუთრებულად აღვნიშნავ. 20 ივლისს ვარ დაბადებული და ეს დღე წელსაც გამორჩეული იყო. როგორც იცით, შარშან, ამ დღეს ჩემმა მომავალმა მეუღლემ ხელი მთხოვა, წელს კი გადავწყვიტე, ეს დღე თბილისში, ოჯახისა და მეგობრების ძალიან ვიწრო წრეში აღმენიშნა. ძალიან კარგად გავატარეთ დრო – ბევრი ვიმხიარულეთ და ვიმღერეთ. მუსიკოსებიც ხომ არიან ჩემი მეგობრები და ერთად კარგად გავერთეთ. ბევრი დასამახსოვრებელი რამ მოხდა. მაგალითად, ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, წელს მეორედ დავენიშნე და კიდევ ერთი ბრილიანტის ბეჭედი მაჩუქა. ძალიან გაკვირვებული ვიყავი, არ ველოდი ასეთ საჩუქარს. სხვათა შორის, სახალისო ვიდეო გადავიღეთ: ბეჭედი რომ დავინახე, მეორეჯერ გავთხოვდი-მეთქი, ვიხუმრე და ხალხს საოცარი რეაქცია ჰქონდა, დაიბნენ. მერე განვმარტე, მეორეჯერ დამნიშნა ჩემმა მეუღლემ-მეთქი. ეს დღე განსაკუთრებულად დამამახსოვრდება.







