კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (2 – 8 ნოემბერი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი
პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ენერგოტონუსი დაბალია მთელი კვირის განმავლობაში, ამიტომ ნუ გადაიღლებით, იმოძრავეთ, მაგრამ გადაღლის გარეშე. ამასთან ერთად, შესაძლოა, დროდადრო თავი იჩინოს სხვადასხვა ქრონიკულმა დაავადებამ. თქვენი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ამ კვირაში არ არის სტაბილური, ამიტომ აკონტროლეთ ემოციები და არ აჰყვეთ იმპულსურ მოქმედებებს. კვირის მეორე ნახევრიდან, უკვე 5 რიცხვიდან, უფრო პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთება. განსაკუთრებით გაუმჯობესდება ურთიერთობა გარშემომყოფებთან ურთიერთგაგების ზრდის ფონზე. შესაბამისად, პარტნიორული თანამშრომლობა უფრო სასიკეთი ელფერს მიიღებს და საქმიან პარტნიორებთანაც ურთიერთობა







