3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რრედაქცია 02.11.2026, 22:15 739

გირჩევთ, საყვარელ ადამიანს დაუვიწყარი საღამო მოუწყოთ, რომანტიკული ვახშმით, გემრიელი და დახვეწილი კერძებით გაახაროთ. შესაძლოა, ნათესავები თქვენს ცხოვრებისეულ ღირებულებებსა და შეხედულებებს არ იზიარებენ, მაგრამ ეს კონფლიქტის მიზეზი არ უნდა გახდეს. თუ სამსახურში პატიოსანი და საიმედო თანამშრომლის ავტორიტეტს გაიმყარებთ, წარმატებაც არ დააყოვნებს! ეს დღე აქტიური ფიზიკური საქმიანობისთვისაც შესანიშნავია — ურანის მფარველობით თქვენი ენერგია საგრძნობლად მოიმატებს.

მშვილდოსანი

გასაკვირი არ არის, რომ გარშემო ვერავის და ვერაფერს ამჩნევთ — თქვენ უბრალოდ შეყვარებული ხართ! სჯობს ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალობას დაუბრუნდეთ, სანამ დაცინვას დაგიწყებენ. თუ გეჩვენებათ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში კრიზისი დადგა, განმარტოება სცადეთ. წინ მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით, სადაც მოგებიანი კონტრაქტის გაფორმებას შემოგთავაზებენ. თუ ბრჭყვიალა ნივთმა თვალი მოგჭრათ და თქვენთვის დამახასიათებელი ეკონომიურობა დაივიწყეთ, არ ინერვიულოთ — ზოგჯერ საკუთარი თავისა და ახლობლების განებივრებაც შეიძლება! ზედმეტმა შფოთვამ და ნერვიულობამ შეიძლება ფსიქიკური დაძაბულობა და თავის ტკივილი გამოიწვიოს. თქვენი სიმშვიდისა და კეთილდღეობის გასაღები მოდუნება და დასვენება იქნება.

თხის რქა

იუპიტერისა და პლუტონის კავშირი გირჩევთ, თქვენი ქცევის მიზეზებზე უსიამოვნო კითხვები რომ თავიდან აიცილოთ, უმჯობესია ახლობლებს თქვენი მოუთმენლობა დაუმალოთ. მშვენიერი დროა პირად ურთიერთობებზე საუბრისა და საყვარელი ადამიანისთვის სამომავლო გეგმების გაზიარებისთვის. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი წარუმატებლობა წარმატებისკენ მიმავალი ტრამპლინია. სრულ წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, თუ გარშემომყოფთა აზრს გაითვალისწინებთ და კოლეგებისა თუ პარტნიორების შრომას პატივს სცემთ. მოერიდეთ მძიმე და ცხიმიან საკვებს, რომლის გადამუშავებასაც ორგანიზმი უზარმაზარ ენერგიას ახმარს.

მერწყული

ახლა პირად ცხოვრებაში ინიციატივა მთლიანად თქვენს ხელშია. მოუწყვეთ მეორე ნახევარს რომანტიკული საღამო — მყუდრო გარემო გრძნობების განმტკიცებაში დაგეხმარებათ. მზად იყავით, რომ უახლოეს ნათესავებს თქვენი დახმარება და მხარდაჭერა დასჭირდებათ. თუ ამ დღისთვის საქმიანი მოლაპარაკებები გქონდათ დაგეგმილი, დიდი შანსია, რომ ყველაფერმა წარმატებით ჩაიაროს — თქვენი არგუმენტები უზადო იქნება! შესანიშნავი დრო დგება აქტიური მოქმედებისთვის. ეცადეთ, პრიორიტეტები სწორად დასახოთ და მიმდინარე საქმეები დროულად დაასრულოთ. მერკურის მდებარეობის გათვალისწინებით, ახლა ფინანსური საქმეების მართვა რთულია, ამიტომ სჯობს დასვენებასა და ძალების აღდგენაზე იფიქროთ.

თევზები

გირჩევთ საღამო მშვიდ და რომანტიკულ გარემოში გაატაროთ. სიმყუდროვე და წყნარი ატმოსფერო თქვენი კავშირის კიდევ უფრო გაღრმავებაში დაგეხმარებათ. ახლა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დაწყებას უნდა მოერიდოთ, რადგან დღევანდელმა დღემ შესაძლოა გაუგებრობები და მცირე კონფლიქტები მოიტანოს. სამაგიეროდ, შესანიშნავი დროა ახალი საქმის ან ბიზნესის დასაწყებად: იდეები კარგად აწონ-დაწონეთ და იმოქმედეთ! ნერვებს გაუფრთხილდით, რადგან შინაგანი სიმშვიდის გარეშე დღეს ნამდვილად გაგიჭირდებათ

შემოთავაზებული სიახლეები

ყველას ნახვა
სპორტი23.11.2026

რა მდგომარეობაშია ალექსანდრე თოფურია რომელიც ბრძოლის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს

სპორტი · 23.11.2026
პოლიტიკა22.11.2026

რა მდგომარეობაშია მამუკა მდინარაძე რომელსაც სახელმწიფო დაცვა მოუხსნესა

პოლიტიკა · 22.11.2026
სპორტი22.11.2026

როგორ გაამხნევა ილია თოფურიამ ძმა დამარცხების შემდეგ

სპორტი · 22.11.2026
ყვითელი პრესა22.11.2026

ეკა ნიჟარაძე გარდაცვლილ მეუღლეზე ალაპარაკდა

ყვითელი პრესა · 22.11.2026
სპორტი22.11.2026

რა თანხა გამოიმუშავა ალექსანდრე თოფურიამ გუშინდელი მარცხის მიუხედავათ

სპორტი · 22.11.2026
ყვითელი პრესა21.11.2026

რა ქონება აჩუქა საყვარელმა ადამიანმა ქეთა თოფურიას

ყვითელი პრესა · 21.11.2026
სპორტი21.11.2026

ძალიან სამწუხარო ამბავი ქართველი ვარსკვლავი UFC-ში აღარ ირიცხება

სპორტი · 21.11.2026
ყვითელი პრესა21.11.2026

შვილის ბულინგის გამო სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს .რა მდგომარეობაშია ხათუნა ჟორდანია

ყვითელი პრესა · 21.11.2026