მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, გამოძიება გააკეთებს ყველაფერს - კალაძე ცხოველთა სამარხებზე.ვის ბრალეულობაზე საუბრობს მერი

ბინძური და ცილისწამებლურ კამპანია" - ასე შეაფასა ივანიშვილის მერმა, კახა კალაძემ ველის სასაფლაოდან გავრცელებული კადრები. მისი განცხადებით, სიცრუეა, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს ან ცოცხლად მარხავს. კალაძემ თქვა, რომ მოქალაქეთა გარკვეულმა ჯგუფმა გადათხარა ცხოველთა სამარხები, რითიც საფრთხე შეექმნა გარემოს, ადამიანის ჯანმრთელობას. გარდა ამისა, ეს არის კანონდარღვევა, დაწყებულია გამოძიება და მოჰყვება "შესაბამისი რეაგირება."
"მინდა ასევე შევეხო იმ ბინძურ და ცილისწამებლურ კამპანიას, რაც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მისამართით უკვე თვეებია გრძელდება. სამწუხაროდ, მუხტის ასაწევად TV პირველმა მაყურებელს მორიგი ტყუილი და სიცრუე შესთავაზა, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს ან სულაც ცოცხლად მარხავს. წარმოუდგენელია გამოხვიდე და იკადრო ასეთი სიცრუე და ცილისწამება. ტელეეთერით გასული ინფორმაციის კვალდაკვალ, მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის მხრიდან მოხდა ცხოველთა სამარხების გადათხრა, რითაც, რა თქმა უნდა, საფრთხე შეექმნა გარემოს, გაჩნდა ბიოლოგიური დაბინძურების გავრცელების რისკი და საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ადამიანთა ჯანმრთელობა.
რა საკვირველია, ეს არის კანონდარღვევა და უკვე დაწყებულია გამოძიება მომხდართან დაკავშირებით და იცოდეთ, რომ ეს ვერ დარჩება რეაგირების მიღმა. ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება და გამოძიება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გააკეთებს ყველაფერს... ეს არის ჩვეულებრივი ბოროტება, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩადიან ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე კარგად არიან ჩახედულები ცხოველთა თემებში და თავადვეც ხშირად სარგებლობენ ცხოველთა დამარხვის შესაბამისი სერვისით, რომელიც სააგენტოს აქვს." - განაცხადა კალაძემ.







