5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რრედაქცია 05.11.2026, 07:00 658

ადამიანს გაუზიარეთ და თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ.

მორიელი

თუ ახლახან საინტერესო ადამიანი გაიცანით და ურთიერთობის გაგრძელება გსურთ, ზედმეტ მოთხოვნებს ნუ წაუყენებთ, რომ თავიდანვე არ დააფრთხოთ. ოჯახურ ურთიერთობებში ჩადებული ძალისხმევა საყვარელი ადამიანების გულწრფელი სიყვარულითა და მზრუნველობით დაგიფასდებათ. მთლიანობაში, დღე სასიამოვნოდ ჩაივლის და ლამაზ მოგონებებს დაგიტოვებთ. აკონტროლეთ წონა და სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონე შეამოწმეთ, რომ პოტენციური პრობლემები დასაწყისშივე აღკვეთოთ.

მშვილდოსანი

თუნდაც გარშემო ყველაფერი გაღიზიანებდეთ, ჯავრს პარტნიორზე ნუ იყრით — სიყვარული ნებისმიერ დაბრკოლებაზე ძლიერი უნდა იყოს. ოჯახს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ, ერთობლივი აქტივობების გეგმა შეადგინეთ ან უბრალოდ დრო ერთად გაატარეთ. ახლა მნიშვნელოვანია წვრილმანებს ყურადღება მიაქციოთ. საერთო ღონისძიებაზე მოწონებას დაიმსახურებთ და შესაძლოა, ახალი რომანიც კი დაიწყოს! რთულ ვითარებაში საყვარელი ადამიანი დახმარების ხელს გამოგიწვდიათ, თუმცა ნუ იფიქრებთ, რომ ყოველ ჯერზე ასე იქნება. თქვენთვის გარეგნობა ბევრს ნიშნავს, ამიტომ დროა საკუთარ თავს მიხედოთ — მსუბუქი დიეტა და ფიზიკური აქტივობა მხოლოდ სარგებლობას მოგიტანთ.

თხის რქა

თუ გული თავისუფალი გაქვთ, გამორიცხული არ არის, რომ ახალი სასიყვარულო ურთიერთობა წამოიწყოთ, თუმცა ჰოროსკოპი გირჩევთ, გარშემო მყოფებთან პირად ცხოვრებაზე საუბარს მოერიდოთ. ნუ იდარდებთ იმაზე, რომ ზურგს უკან თქვენზე ლაპარაკობენ. ასეთი ჭორაობა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი შურთ და თქვენი წარმატებები აღიზიანებთ. გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის, გაანებივრეთ რაიმე სასიამოვნოთი და თავადაც შეამჩნევთ, როგორ შეიცვლება გარემო უკეთესობისკენ. ეცადეთ, მოვალეობები სწორად გადაანაწილოთ და კოლეგებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა შეინარჩუნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ცხიმიანი და მძიმე საკვები არ მიირთვათ, რამაც შეიძლება საჭმლის მონელების პრობლემები გამოიწვიოს.

მერწყული

ენდეთ ინტუიციას — ამ დღეს ნამდვილად არ გიღალატებთ. შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან უმნიშვნელო კინკლაობა ან წვრილმანებზე კამათი მოგიწიოთ. შესაძლოა, ახალი ვაკანსია ან თანამდებობა შემოგთავაზონ — ყოყმანის გარეშე დათანხმდით, რადგან უახლოეს მომავალში ეს თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს. მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემა ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს; თუ მხარდაჭერა გჭირდებათ, მეგობრების ან ნათესავების შეწუხება ნუ მოგერიდებათ. ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა, შეგიძლიათ ნებისმიერი პასუხისმგებლობა აიღოთ და მნიშვნელოვან ადამიანებს შეხვდეთ. მერწყულებს, რომლებსაც საკვებისა და ალკოჰოლური სასმელების მიღებაში ზომიერების დაცვა უჭირთ, შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყოთ.

თევზები

მთავარია გაიაზროთ, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ. საყვარელ ადამიანს მუდმივი საყვედურებითა და პრეტენზიებით ნუ დაღლით — თითოეული ადამიანი უნიკალურია და ეს უნდა დააფასოთ. ეს დღე ოჯახურ გარემოში გაატარეთ და შეივსებთ დანაკლისს, რომელიც ბოლო დროს დაგროვდა. შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ, რადგან ახლა წარმატების მიღწევა შეგიძლიათ. შესაძლოა, ეს პერიოდი რთული აღმოჩნდეს მათთვის, ვისი საქმიანობაც ფინანსებს უკავშირდება — მოერიდეთ საეჭვო აქტივობებს და მზად იყავით სიურპრიზებისთვისაც. გახსოვდეთ, რომ წინდახედულობა მხოლოდ იმ ადამიანის თვისებაა, ვინც საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს. თუ საყვარელ ადამიანთან იჩხუბეთ, ახლა კარგი დროა შერიგებისთვის - პლანეტების განლაგება კონფლიქტების მოგვარებას ხელს უწყობს.

შემოთავაზებული სიახლეები

ყველას ნახვა
სპორტი23.11.2026

რა მდგომარეობაშია ალექსანდრე თოფურია რომელიც ბრძოლის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს

სპორტი · 23.11.2026
პოლიტიკა22.11.2026

რა მდგომარეობაშია მამუკა მდინარაძე რომელსაც სახელმწიფო დაცვა მოუხსნესა

პოლიტიკა · 22.11.2026
სპორტი22.11.2026

როგორ გაამხნევა ილია თოფურიამ ძმა დამარცხების შემდეგ

სპორტი · 22.11.2026
ყვითელი პრესა22.11.2026

ეკა ნიჟარაძე გარდაცვლილ მეუღლეზე ალაპარაკდა

ყვითელი პრესა · 22.11.2026
სპორტი22.11.2026

რა თანხა გამოიმუშავა ალექსანდრე თოფურიამ გუშინდელი მარცხის მიუხედავათ

სპორტი · 22.11.2026
ყვითელი პრესა21.11.2026

რა ქონება აჩუქა საყვარელმა ადამიანმა ქეთა თოფურიას

ყვითელი პრესა · 21.11.2026
სპორტი21.11.2026

ძალიან სამწუხარო ამბავი ქართველი ვარსკვლავი UFC-ში აღარ ირიცხება

სპორტი · 21.11.2026
ყვითელი პრესა21.11.2026

შვილის ბულინგის გამო სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს .რა მდგომარეობაშია ხათუნა ჟორდანია

ყვითელი პრესა · 21.11.2026