6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

გამო, შეიძლება ურთიერთობები დაიძაბოს. დღის პირველი ნახევარი პროფესიულ სფეროში წარმატებას გპირდებათ: მოსალოდნელია მიმზიდველი შეთავაზებები და სასარგებლო სიახლეები. გახსოვდეთ, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია, ამიტომ ახლად გაცნობილი ადამიანების საეჭვო შეთავაზებებს უნდა ერიდოთ. ბოლო დროს ბევრი ნერვიულობის გადატანა მოგიწიათ, რაც შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახოს.
მშვილდოსანი
ერთობლივი მგზავრობა ან ლაშქრობა ურთიერთობებს ახალ ვნებას შემატებს და დაუვიწყარ მოგონებებს დაგიტოვებთ. შესაძლოა, ყოველდღიური საყოფაცხოვრებო წვრილმანები კონფლიქტის მიზეზი გახდეს — შეეცადეთ, რუტინამ ურთიერთობა არ გააფუჭოს. ახლად გაცნობილ ადამიანებს პირადი ცხოვრების შესახებ ნუ უამბობთ, რადგან შეიძლება თქვენ შესახებ ჭორები გაავრცელონ. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს და ძლიერმოქმედ მედიკამენტებს. იდეალური დღეა გამაჯანსაღებელი და კოსმეტოლოგიური პროცედურებისთვის.
თხის რქა
გონივრული კომპრომისი დაგეხმარებათ იმ კონფლიქტის მოგვარებაში, რომელიც ბოლო დროს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას გიფუჭებთ. შეგიძლიათ ახლობლებისთვის მცირე წვეულება მოაწყოთ და ყველამ ერთად დრო მხიარულად გაატაროთ. გამჭრიახობა და ზუსტი გათვლები პროფესიულ სფეროში სერიოზული შეცდომებისგან გიხსნით. ეცადეთ შემოსავლის ახალი წყაროები მოძებნოთ — შესაძლოა, შორეულმა ნათესავებმა სარფიანი წინადადებები შემოგთავაზონ. თუ ფული სასწრაფოდ გჭირდებათ, მეგობრებისთვის დახმარების თხოვნა ნუ მოგერიდებათ. ამინდის მიმართ მგრძნობიარე თხის რქებს ვურჩევთ უახლოეს დღეებში მაგარი ყავისა და ალკოჰოლური სასმელების დალევას და გადაღლას მოერიდონ.
მერწყული
საყვარელი ადამიანის უნდობლობის მიზეზი არ გაქვთ, ამიტომ ეჭვები გონებიდან განდევნეთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, შურიანი ადამიანები თქვენს წყვილში განხეთქილებას შეიტანენ. დაქორწინებულებს მძიმე საუბარი ელით, რომელიც ურთიერთსაყვედურებით დასრულდება. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და თავს უხეშობის უფლება არ მისცეთ. პედანტურობა საჭირო ადამიანებთან საერთო ენის პოვნაში ხელს გიშლით — ვარსკვლავები გირჩევენ, დონებას მიჰყვეთ და ყველაფერი თავისით მოგვარდება. ფინანსური პრობლემები არ გემუქრებათ, ამიტომ შეგიძლიათ გარდერობისა და ინტერიერის განახლებაზე იზრუნოთ. პლანეტების არახელსაყრელი განლაგების გამო თქვენი ენერგეტიკული ველი ამჟამად შესუსტებულია. ეს დღე საპასუხისმგებლო მოლაპარაკებისა და რთული საქმეებისთვის არ გამოდგება — შესაძლოა, მათი დასრულებისთვის ძალა არ გეყოთ.
თევზები
შეეცადეთ, უარყოფით ემოციებს თავი აარიდოთ და თუ შესაძლებლობა გექნებათ, მარტოობაში მეტი დრო გაატაროთ. გირჩევთ თითოეული სიტყვა აკონტროლოთ, რომ შემთხვევით ვინმე არ გაანაწყენოთ! მოზარდი თაობის აღზრდის პროცესში მოსალოდნელია სირთულეები — შესაძლოა, ბავშვთა ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული ლიტერატურის წაკითხვა მოგიწიოთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აქტიური და ენერგიული იქნებით, მუდმივად სხვადასხვა დაბრკოლებას წააწყდებით. ეს დღე ახალ შეხვედრებსა და საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ. მოსალოდნელია მოვლენა, რომელიც თქვენს სამომავლო გეგმებზე დიდ გავლენას მოახდენს. არავითარ შემთხვევაში კბილის თუნდაც უმნიშვნელო ტკივილი არ უგულებელყოთ და სტომატოლოგს დროულად მიმართეთ.







