ძმების მკვლელობასთან დაკავშირებით, გადარჩენილი მესამე ძმა დეტალებს ჰყვება

ძმების მკვლელობასთან დაკავშირებით, გადარჩენილი მესამე ძმა დეტალებს ჰყვება
რრედაქცია 06.11.2026, 12:45 325

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, “ინტერპრესნიუსთან” მომხდარი, სამი ძმიდან იმ ერთადერთმა ძმამ გაიხსენა, რომელიც შემთხვევას გადაურჩა.

ელმან უსუფოვი ყვება, რომ დაახლოებით საღამოს 17:00 საათისთვის ორ ძმასთან და კლასელთან ერთად ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მანქანა გაჩერდა და მათი მისამართით სროლა დაიწყო. უსუფოვი იხსენებს, რომ სროლის დროს თავად მანქანას მოეფარა, მის ძმებს კი რამდენჯერმე დამიზნებით ესროლეს და ადგილზე მოკლეს”.

“4 ვიყავით -სამი ძმა და მეზობელი. უცებ მანქანა გაჩერდა და სროლა დაიწყო. ბევრჯერ ისროლა. არაფერი მომხდარა წარსულში, კონფლიქტი არ გვქონია. ჩემი ძმები ადგილზე გარდაიცვალნენ. პოლიციამ უკვე გამომკითხა”, – განაცხადა ელმან უსუფოვმა.

მას მთავარ კითხვაზე, თუ რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ზუსტი პასუხი არ აქვს. განიხილება ერთადერთი ვერსია,რომელიც რამდენიმე წლის წინ წინ მომხდარ ამბავს უკავშირდება.

მოკლულების ნათესავები ყვებიან, რომ სავარაუდო მკვლელის ძმამ -უსუფოვების დისშვილი მოიტაცა, მათ კი გოგო უკან დააბრუნეს, რის შემდეგაც ის ქვეყნიდან წავიდა და გარდაიცვალა.

ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. მიმდინარეობს გამოძიება.

შემოთავაზებული სიახლეები

ყველას ნახვა
სპორტი23.11.2026

რა მდგომარეობაშია ალექსანდრე თოფურია რომელიც ბრძოლის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს

სპორტი · 23.11.2026
პოლიტიკა22.11.2026

რა მდგომარეობაშია მამუკა მდინარაძე რომელსაც სახელმწიფო დაცვა მოუხსნესა

პოლიტიკა · 22.11.2026
სპორტი22.11.2026

როგორ გაამხნევა ილია თოფურიამ ძმა დამარცხების შემდეგ

სპორტი · 22.11.2026
ყვითელი პრესა22.11.2026

ეკა ნიჟარაძე გარდაცვლილ მეუღლეზე ალაპარაკდა

ყვითელი პრესა · 22.11.2026
სპორტი22.11.2026

რა თანხა გამოიმუშავა ალექსანდრე თოფურიამ გუშინდელი მარცხის მიუხედავათ

სპორტი · 22.11.2026
ყვითელი პრესა21.11.2026

რა ქონება აჩუქა საყვარელმა ადამიანმა ქეთა თოფურიას

ყვითელი პრესა · 21.11.2026
სპორტი21.11.2026

ძალიან სამწუხარო ამბავი ქართველი ვარსკვლავი UFC-ში აღარ ირიცხება

სპორტი · 21.11.2026
ყვითელი პრესა21.11.2026

შვილის ბულინგის გამო სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს .რა მდგომარეობაშია ხათუნა ჟორდანია

ყვითელი პრესა · 21.11.2026