8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მნიშვნელოვანი ნაწილი დაიხარჯოს. თუ თქვენი საქმიანობა ფინანსებსა და ბუღალტერიას უკავშირდება, ქაღალდებთან მუშაობა დიდ დროსა და ენერგიას წაგართმევთ, სამაგიეროდ, შემოქმედებით ადამიანებს სრული იდილია ელით. მოერიდეთ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს, რომლებიც თქვენი ნაშრომის მითვისებას ეცდებიან. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად, თუმცა მენიუს მკვეთრად ნუ შეცვლით, რომ ორგანიზმმა სტრესი არ განიცადოს.
მორიელი
საკუთარ თავს და გარეგნობას მეტი ყურადღება დაუთმეთ — ამას ნამდვილად იმსახურებთ. უახლოეს დღეებში მოწყენა არ გემუქრებათ —ახალი ნაცნობობა და გადაუდებელი საქმეები გაიძულებთ მუდმივად მოვლენების ცენტრში იტრიალოთ. სირთულეები ნუ შეგაშინებთ — ოჯახის წევრებისა და ერთგული მეგობრების დახმარებით, მალე ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება. ფინანსური მდგომარეობა მცირედით გაუარესდება, ამიტომ დაუგეგმავ ხარჯებს მოერიდეთ და დამატებით შემოსავალზე იფიქრეთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და იმუნიტეტი გაიძლიერეთ — ახლა ავად ყოფნის დრო არ გაქვთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს სევდიანი განწყობა ახლავს, ამიტომ საყვარელ ადამიანთან ერთად დროის გატარება საუკეთესო გამოსავალია — უყურეთ საინტერესო ფილმს ან ვახშამი ერთად მოამზადეთ. ჰოროსკოპი ვარაუდობს ხანდაზმულ, ნაკლებად საინტერესო ადამიანთან შესაძლო შეხვედრას. კოლეგების დახმარების იმედი ნუ გექნებათ — საუკეთესო შედეგისთვის უახლოესი 24 საათის განმავლობაში მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა ენდოთ. მსხვილი შენაძენები სასურველია სხვა დროისთვის გადადოთ. თუ ამ დღეებში ავადმყოფობის რაიმე სიმპტომი გამოვლინდა, უყურადღებოდ ნუ დატოვებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ხანგრძლივ დაავადებაში გადაიზარდოს.
თხის რქა
ახლახან დაწყებული რომანის გაგრძელებაზე ზედმეტ იმედებს ნუ დაამყარებთ — თქვენი ცხოვრების ნამდვილ მეგზურს ჯერ არ შეხვედრიხართ. ამ დღეს განმარტოებისთვის საუკეთესო ადგილი საკუთარი სახლი იქნება, სადაც ფიქრს მშვიდად შეძლებთ. სამომავლო გეგმების შესადგენად დრო ცოტაა, ამიტომ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. კოლეგებთან ურთიერთობა შესანიშნავად ჩაივლის — ისინი გვერდით დაგიდგებიან და მშვენიერ რჩევებსაც მოგცემენ. დროს ნუ დაკარგავთ საქმეზე, რომელსაც პერსპექტივა არ გააჩნია —ვარსკვლავები გირჩევენ, გარკვეული დროით პასიური პოზიცია შეინარჩუნოთ. ასტროლოგები ასევე გირჩევენ, რომ აუზზე ჩაეწეროთ, ცურვა სასუნთქი სისტემისა და კუნთების სტიმულაციისთვის შესანიშნავი არჩევანია.
მერწყული
მალე შეხვდებით ადამიანს, რომლის გვერდზე თავს ძალზე ბუნებრივად და კომფორტულურად იგრძნობთ. იფიქრეთ იმაზე, როგორ გახადოთ თქვენი სახლი ფენ-შუის დახმარებით უფრო მყუდრო — ამით ოჯახის ყველა წევრს ასიამოვნებთ. თუ დიდი ხანია კარიერულ წინსვლაზე ფიქრობთ, ახლა მოქმედების დროა! ასტროლოგიური პროგნოზით, უახლოეს კვირებში თქვენ წინაშე საინტერესო პერსპექტივები გაიხსნება. გახსოვდეთ, რომ ზედმეტი ხარჯები ყოველთვის ფინანსურ სირთულეებამდე მიდის, ამიტომ არსებულ თანხებს მეტად უნდა გაუფრთხილდეთ. მოიძიეთ აქტიური დასვენების კომპანია, რაც განწყობას კიდევ უფრო აგიმაღლებთ.
თევზები
საყვარელი ადამიანი ეჭვიანობს? იქნებ ამის მიზეზი თავად მიეცით? ყველას დახმარებას ნუ იჩქარებთ, ვინც ამას გთხოვთ, რადგან ზოგმა შეიძლება თქვენი გულკეთილობა ბოროტად გამოიყენოს. თუ მეორე ნახევარს ეძებთ, კარგად განსაზღვრეთ, ზუსტად რა თვისებებს ეძებთ თქვენს რჩეულში. სამუშაო საქმეებში წარმატება თქვენს აქტივობაზე იქნება დამოკიდებული — დრო ტყუილად არ დაკარგოთ და ყურადღება პროფესიულ განვითარებაზე გადაიტანეთ. ამ დღეს სატურნის გავლენა არც ისე სასიკეთოდ იმოქმედებს, სამაგიეროდ, სუფთა ჰაერზე სეირნობა განწყობას საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ.







