არ წარმომედგინა, რომ ადამიანმა შეიძლება გაგწიროს, ვინმემ გიღალატოს. ვინ უღალატა ქეთი წიქვაძეს?

მსახიობი ქეთი წიქვაძე, რომელიც ფართო საზოგადოებამ პოპულარული სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ კიდევ უფრო მეტად შეიყვარა, სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. ამჯერად იგი გამომწერებს ახალი, გულწრფელი ვიდეომიმართვით დაუბრუნდა, სადაც ასაკობრივ ცვლილებებსა და ცხოვრებისეულ გაკვეთილებზე საუბრობს.
"ვზივარ და ვფიქრობ, თუ რამდენი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში - ოღონდ პირად ცხოვრებაში კი არა, ჩემს აზროვნებასა და ჩემს ფიქრებში რაღაც ასაკის შემდეგ. ალბათ პირველი განსაკუთრებული ცვლილებები დაიწყო 30 წლის ასაკიდან, როცა ისეთ რაღაცას შევეჯახე, რამაც მიმახვედრა, რომ ვარდისფერი სათვალე უბრალოდ უნდა ჩამოვიხსნა და გავუსწორო თვალი ყველაფერს უფრო რეალურად, ვიდრე აქამდე ვუსწორებდი.
ეს ვარდისფერი სათვალე ალბათ ჩემმა ბავშვობამ, ბედნიერმა ბავშვობამ და ლაღმა ცხოვრებამ შემიქმნა. არ წარმომედგინა, რომ ადამიანმა შეიძლება გაგწიროს; არ წარმომედგინა, რომ შეიძლება ვინმემ გიღალატოს... და, ერთ დღესაც, აღმოვაჩინე, რომ თურმე ყველაფერი შეიძლებოდა", - ამბობს ქეთი







