სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო და ადგილზე დაიღუპა (ვიდეო)

სამეგრელოში, სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო და ადგილზე დაიღუპა.
როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ტრაგიკული შემთხვევის კადრებს "ოდიში ტვ" ავრცელებს.







