10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ბოლოს სასიამოვნო შეხვედრა გელოდებათ, რომანტიკულმა პაემანმაც კი შეიძლება ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაიყვანოს. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა ან მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც ვიღაცასთან ან რაღაცასთან დაკავშირებით წარმოდგენას შეგიცვლით. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღებაც მოგიწევთ. იმისათვის, რომ უფროსის საყვედური არ დაიმსახუროთ, ეცადეთ საქმიანი ქაღალდები დროულად მოაწესრიგოთ. სიზმარი, რომელსაც ამაღამ ნახავთ, მცდარია და არასდროს ახდება. გაითვალისწინეთ, რომ ფიზიკურმა ან გონებრივმა გადაღლამ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ, ამიტომ ზომიერება უნდა გამოიჩინოთ.
მშვილდოსანი
გირჩევთ საყვარელ ადამიანს ისეთი რამ აჩუქოთ, რაც თქვენი ურთიერთობის მნიშვნელობას ხაზს გაუსვამს. ამ დღეს, შესაძლოა, მეორე ნახევართან მნიშვნელოვანი საუბარი მოგიწიოთ — იქნებ დროა, „შინაომები დაასრულოთ და შეთანხმებამდე მიხვიდეთ? დღის უმეტეს ნაწილს ბიუროკრატიულ პროცედურებს დაუთმობთ. მთავარია, ერთ ადგილზე არ გაჩერდეთ და ყველგან მოასწროთ — თქვენი წარმატება თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული. თუ სასწრაფო აუცილებლობა არ არის, ჯობს სტომატოლოგთან ვიზიტი მცირე ხნით გადადოთ, რათა ზედმეტი ხარჯები და არასასურველი შედეგი თავიდან აიცილოთ.
თხის რქა
საყვარელი ადამიანისგან მიღებული საჩუქარი გულწრფელობას და გრძნობების სიღრმეს საუკეთესოდ გამოხატავს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღის მნიშვნელოვანი ნაწილი ახლობლებს დაუთმოთ, რადგან მუდმივად სამსახურში ყოფნის გამო ოჯახის წევრებთან კამათი ხშირად გიწევთ. დროა, ძველ მტრობასა და უთანხმოებაზეც უარი თქვათ და კოლეგებთან ურთიერთობა გამოასწოროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კარიერულ წინსვლაზე ფიქრი უნდა დაივიწყოთ. იყავით უფრო კეთილი, ბრძენი და მომთმენი — ეს პერიოდი ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად იდეალურია. საღამოს დაღლილობას იგრძნობთ. სრულფასოვან დასვენებასა და ძალების აღდგენაზე იზრუნეთ, რომ შინაგანი ჰარმონია დაიბრუნოთ.
მერწყული
ეცადეთ, ამ დღეს საყვარელი ადამიანის ყველა თხოვნა შეასრულოთ და მალე მიხვდებით, რომ თქვენი რჩეული დღეს თქვენზე ბევრად ბრძნულად მოქმედებს. მოვლენების ორომტრიალმა შეიძლება ისე ჩაგითრიოთ, რომ მისგან თავის დაღწევა მხოლოდ მეგობრების დახმარებით შეძლებთ. ენთუზიაზმით დაეუფლეთ ყველაფერ ახალს — მიღებული უნარები კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. საკუთარ ავტორიტეტს თვალის ჩინივით გაუფრთხილდით — როგორც კი რაიმე უწესოს ჩაიდენთ, მაშინვე მოგეკითხებათ, რაც თქვენს იმიჯს სახელს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. სასურველია, რომ ხალხმრავლობას გაერიდოთ და განმარტოვდეთ — ეს მოდუნებაში და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
თევზები
მალე ისეთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდება, რომელიც სამყაროს სრულიად სხვა თვალით დაგანახვებთ. მარტოხელა თევზებს საინტერესო ნაცნობობა ელოდებათ, რომლის დასასრული ჯერ უცნობია. მეგობრის რჩევა პირად პრობლემას მარტივად მოგაგვარებინებთ — მისი მაგალითით მიხვდებით, რომ გადამწყვეტი ქმედებები გრძელ ფილოსოფიურ მსჯელობას ბევრად ჯობს. იუპიტერის გავლენა ცხოვრებისეული ენერგიით გავსებთ, ამიტომ ეს დრო დაგროვილი საქმეებისა და პროექტების დასასრულებლად გამოიყენეთ. განსაკუთრებით წარმატებული დღეა კომერციასა და ვაჭრობაში ჩართული ადამიანებისთვის, რომლებსაც დიდი მოგება ელოდებათ. ეს პერიოდი ხელსაყრელია შენაძენებისთვის, გარდა უძრავი ქონებისა და ავეჯისა. ფიზიკური დატვირთვა ოდნავ შეამცირეთ — გადაღლა ახლა არ გჭირდებათ.







