ერთმანეთს 70-ზე მეტი ავტომანქანა შეეჯახა, დაღუპულია 12 ადამიანი

ერთმანეთს 70-ზე მეტი ავტომანქანა შეეჯახა, დაღუპულია 12 ადამიანი
რრედაქცია 10.11.2026, 16:50 49

ბულგარეთის ქალაქ ბურგასში მასშტაბური ავტოავარია მოხდა. შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა.

მომხდარის სავარაუდო მიზეზები უკიდურესად ხშირი ნისლი, შეზღუდული ხილვადობა და გზის სავალი ნაწილის მოყინვა გახდა.

ბურგასის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულია, სულ მცირე, 32 ადამიანი. მძიმედ დაშავებულები იამბოლის, სლივენისა და ბურგასის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ბურგასში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი „სპარტანი“ ჩაფრინდა, რომელიც მძიმედ დაშავებულთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. თვითმფრინავი პრემიერ-მინისტრ რუმენ რადევის განკარგულებით გაიგზავნა.

ბურგასის ოლქის გუბერნატორის განკარგულებით, ასევე ამოქმედდა ეროვნული გაფრთხილების სისტემა – BG Alert. მძღოლებს მოუწოდებენ, სოფიის მიმართულებით თრაკიის ავტომაგისტრალზე არ გადაადგილდნენ, რადგან ჰაჯიდიმიტროვოს გზაგასაყართან გზა გადაკეტილია.

ამ დროისთვის ავტოსაგზაო შემთხვევებში მონაწილე ავტომობილების ზუსტი რაოდენობა უცნობია. არაოფიციალური ინფორმაციით, ავარიებში დაახლოებით 50 ავტომობილი მოჰყვა.

შემოთავაზებული სიახლეები

ყველას ნახვა
სპორტი23.11.2026

რა მდგომარეობაშია ალექსანდრე თოფურია რომელიც ბრძოლის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს

სპორტი · 23.11.2026
პოლიტიკა22.11.2026

რა მდგომარეობაშია მამუკა მდინარაძე რომელსაც სახელმწიფო დაცვა მოუხსნესა

პოლიტიკა · 22.11.2026
სპორტი22.11.2026

როგორ გაამხნევა ილია თოფურიამ ძმა დამარცხების შემდეგ

სპორტი · 22.11.2026
ყვითელი პრესა22.11.2026

ეკა ნიჟარაძე გარდაცვლილ მეუღლეზე ალაპარაკდა

ყვითელი პრესა · 22.11.2026
სპორტი22.11.2026

რა თანხა გამოიმუშავა ალექსანდრე თოფურიამ გუშინდელი მარცხის მიუხედავათ

სპორტი · 22.11.2026
ყვითელი პრესა21.11.2026

რა ქონება აჩუქა საყვარელმა ადამიანმა ქეთა თოფურიას

ყვითელი პრესა · 21.11.2026
სპორტი21.11.2026

ძალიან სამწუხარო ამბავი ქართველი ვარსკვლავი UFC-ში აღარ ირიცხება

სპორტი · 21.11.2026
ყვითელი პრესა21.11.2026

შვილის ბულინგის გამო სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს .რა მდგომარეობაშია ხათუნა ჟორდანია

ყვითელი პრესა · 21.11.2026