მეგონა, ჩემი მეუღლე უნდა ხვდებოდეს, რა მაწუხებს...“ - გვანცა დარასელია ოჯახურ ურთიერთობებზე

ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ხატია ქირიას პოდკასტში „მადისაღმძვრელი პოდკასტი“ , სტუმრობისას საკუთარ გამოცდილებასა და ურთიერთობებში გულახდილობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ემოციების დამალვა და გახსნილი კომუნიკაციის ნაკლებობა ხშირად ხდება როგორც წყვილს, ისე მშობლებსა და შვილებს შორის გაუგებრობების მიზეზი.
"ჩემთვის ურთიერთობის ყველაზე დიდი სირთულე, თუნდაც ჩემს მეუღლესთან, ის იყო, რომ თითქოს ზოგავ მის ემოციებს და რაღაცას შენს თავში იტოვებ, რაც სინამდვილეში არსად მიდის. ეს ჩვენს ურთიერთობაზეც გამოვცადეთ და ბევრი პრობლემაც შეგვექმნა, რადგან ერთმანეთთან გახსნილად და გულწრფელად არ ვსაუბრობდით.
შვილებთანაც, ბოლო დროს ვისწავლე, რომ ჩემი ემოციის დამალვით დათვურ სამსახურს ვუწევდი. ამიტომ, თუ გეტირება, თუ ცუდად ხარ ან ნაწყენი ხარ, ან თუნდაც საშინელი დღე გქონდა, ეს შენმა შვილებმა უნდა იცოდნენ. უნდა იცოდნენ, რომ ეს ემოციაა და ამის გამოხატვა კარგია. ამ დროს თავს იკავებ, რადგან არ გინდა შენმა შვილებმა ინერვიულონ, თუნდაც იმაზე, რომ მშობლებმა იკამათეს, არადა ამ დროს მათ ყველაფერი იციან და უჩნდებათ გაურკვეველი ემოციები. ვისწავლე და ვთხოვ, რომ კითხვები დასვან და გულწრფელად ვუპასუხო.
მეც დამიშვია შეცდომა: მეგონა, ჩემი მეუღლე უნდა ხვდებოდეს, მე როგორ ვარ, რა მაწუხებს, მაგრამ ამ დროს არ გაქვს მოყოლილი შენი ემოციების შესახებ, არ გითქვამს, რომ ნაწყენი ხარ. ძალიან გვიან მივხვდი, რომ თუ მე ჩემი დაქალის ერთი ჩასუნთქვით ვხვდები, რა აწუხებს, ამას კაცები ვერ ხვდებიან. იმიტომ კი არა, რომ არ უნდათ მიხვდნენ ან აზროვნება უჭირთ, არამედ მათ უფრო პირდაპირი ურთიერთობები უნდათ" - ამბობს გვანცა







