ციხეში დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმეზე ბრალი ვატო ყიფიანსა და ავთანდილ ბილანიშვილს, იგივე „კაწროსაც“ წარუდგინეს

🔻 | განცხადება პროკურატურაში გაკეთდა. როგორც გენპროკურორის მოადგილემ თქვა, ბრალი წარედგინა პენიტენციურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძესაც
💬 „მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში, დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, 7 პირს, მათ შორის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს, ამავე სამსახურის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას და მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებს - ვატო ყიფიანს, იგივე ვახტანგ ჟვანიას, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს [კაწრო], დავით კაჭარავასა და პავლე გოცირიძეს ბრალდება წარედგინათ“ | თქვა ამირან გულუაშვილმა. მისივე თქმით, დავით ფეიქრიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიწყო, რის შემდეგაც საქმე პროკურატურას გადაეცა
🔻 გლდანის მე-8 პენიტენციურ განყოფილებაში პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ცემის შესახებ ინფორმაცია 19 ოქტომბერს გავრცელდა. ადვოკატისა და ოჯახის განცხადებით, საკანში მყოფ ფეიქრიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ და კიდევ ორი პირი.







