ვრცელდება პირველი კადრები მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის გათავისუფლების შემდეგ - მათ გარეთ თანაგუნდელები და მეგობრები დახვდნენ

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. როგორც RAF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გაავრცელა, სამართლებრივ პროცედურებში ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული.
“გვსურს, გულწრფელი მადლიერება გამოვხატოთ აბუ-დაბის შესაბამისი უწყებების მიმართ გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ კვლავაც მომავალ ნაბიჯებზე ვართ ორიენტირებულნი და მოხარულები ვართ, რომ მერაბი ისევ ჩვენთანაა,“ - აცხადებს RAF-ის თანადამფუძნებელი ჩედ ბრონსტეინი.







