დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ერთმანეთ ჩინეთში შეხვდებიან - რა იქნება ლიდერების მოლაპარაკების მთავარი თემა

თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი მომავალ კვირას ჩინეთში დაგეგმილი სამიტის ფარგლებში სამმხრივ შეხვედრას გამართავენ. სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ბირთვული იარაღის კონტროლი იქნება.
აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთის ქალაქ შენჟენში ოთხშაბათს ჩავა, სადაც აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტს დაესწრება. თეთრი სახლის პრესსპიკერის, ოლივია უელსის განცხადებით, ტრამპი ჩინელ კოლეგასთან, სი ძინპინთან, ორმხრივ მოლაპარაკებებსაც გამართავს, რის შემდეგაც შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც შეუერთდება.
უელსის თქმით, ტრამპი შეხვედრაზე მსოფლიოში ბირთვული იარაღის რაოდენობის შემცირების საკითხის განხილვას გეგმავს. ამერიკის პრეზიდენტი ბირთვული იარაღის გავრცელებას გლობალური უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს. მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა, სავარაუდოდ, ირანიც იქნება, თუმცა უცნობია, ისაუბრებენ თუ არა ლიდერები უკრაინის ომზე.







