15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

საჩუქრებით გაახარეთ და გულთბილად ესაუბრეთ — ეს ოჯახურ ატმოსფეროს საგრძნობლად გააუმჯობესებს. შესაძლოა, თვითშეფასება გაგეზარდოთ და რაიმე უჩვეულო ნაბიჯი გადადგათ. ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ფულის სასარგებლოდ დაბანდების შანსი მიეცემა. დროა, საკუთარი საქმის წამოწყებაზე დაფიქრდეთ. უახლოეს საათებში შეგიძლიათ თავს ინტენსიური ვარჯიშის უფლება მისცეთ, ხოლო ვარსკვლავები გირჩევენ, თვალის ექიმსაც ესტუმროთ.
მშვილდოსანი
საყვარელ ადამიანთან გრძნობების გამოხატვისა და ფიქრების გაზიარების ნუ შეგშინდებათ — მზრუნველობა და ყურადღება დიდ სიხარულს მოგტანთ და ემოციურ დონეზე კიდევ უფრო დაგაახლოებთ.. მოერიდეთ კოლეგების კრიტიკას — შეცდომებს ყველა, მათ შორის თქვენც უშვებთ, ამიტომ ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და საკუთარი მუშაობის შედეგებზე იფიქროთ. დღის პირველ ნახევარში ძალისა და შემოქმედებითი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. დროა, საქმიან სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაგეგმოთ, ხოლო თქვენი პრაგმატიზმი და ინტუიცია სასურველი შედეგის გარანტია იქნება.
თხის რქა
არ დაუშვათ, რომ საყვარელი ადამიანი თქვენთვის მეორეხარისხოვანი გახდეს. სასწრაფოდ შეიტანეთ იგი თქვენს ყოველდღიურ განრიგში და დაე, მთელმა სამყარომ დაიცადოს! ოჯახური ურთიერთობებისთვის საკმაოდ დაძაბული დღეა. შესაძლოა, მეუღლესთან ან ოჯახის სხვა წევრებთან მოსალოდნელია უთანხმოება — საუკეთესო გამოსავალი კომპრომისის ძიება იქნება. თუ შესაძლებლობა გექნებათ, აუცილებლად გამონახეთ დრო განტვირთვისთვის. უახლოეს მომავალში შემოსავლის ახალ წყაროებს აღმოაჩენთ — ყურადღება მიაქციეთ სფეროებს, რომლებიც მოგებას მოგიტანთ და სწორედ ამ მიმართულებით იმოქმედეთ. ეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად და გულწრფელად გაიღიმოთ. ეს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დადებითად აისახება.
მერწყული
ნუ დაკარგავთ ძვირფას წუთებს ეჭვებზე და უბრალოდ სიყვარულით დატკბით. უახლოესი დღეების ჰოროსკოპი გირჩევთ ახალ ნაცნობობას უფრთხილდეთ, რომელიც პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. თქვენს გარემოცვაში აუცილებლად გამოჩნდებიან ისეთები, ვინც თქვენს წარმატებას ეჭვის თვალით უყურებს. მათთან კამათის ნაცვლად, ეცადეთ საკუთარი საქმე მშვიდად და აუღელვებლად აკეთოთ. თავი შეიკავეთ ხალხმრავალი ადგილების მონახულებისა და სესხებისა და კრედიტების აღებისგან, რადგან დამატებითი ფინანსური ვალდებულებები ახლა არაფერში გჭირდებათ. გაატარეთ ეს დღე მშვიდად — ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის.
თევზები
მარტოობა თქვენი არჩევანი არ არის! ამ დღეს ეცადეთ ხალხში იტრიალოთ, პოზიტიური ენერგია მიიღოთ და თქვენი დადებითი თვისებები გამოავლინოთ. ოჯახურ ურთიერთობებში მოსალოდნელია უმნიშვნელო წყენა ან გაუგებრობა. სამსახურში ხელსაყრელი ვითარება შეგექმნებათ. თუკი ზუსტ დროს და ზუსტ ადგილას აღმოჩნდებით, ხელმძღვანელობის თვალში მნიშვნელოვან ქულებს ჩაიწერთ.ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ, რასაც თქვენამდე ჭორების სახით მოაღწევს — სავსებით შესაძლებელია, რომ კონკურენტები თქვენს დაბნევას ცდილობენ. ხანმოკლე დასვენება და მშვიდი გარემო ახლა თქვენთვის საუკეთესო წამალია.







