16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ნახევარს გადაჭარბებული მოთხოვნები არ წაუყენოთ. ხელსაყრელი დღეა საოჯახო ნივთების შეძენისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პლანეტების უარყოფითი განლაგება ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება, დისციპლინისა და წინდახედულების წყალობით დიდ შეცდომებს აირიდებთ. სარისკო ოპერაციებსა და საეჭვო პროექტებში მონაწილეობას ნუ დათანხმდებით, თორემ შეიძლება ფინანსურად დაზარალდეთ. ეს პერიოდი კარგია მავნე ჩვევებთან ბრძოლისა და წონის კლების პროგრამის დასაწყებად. მთავარ პრიორიტეტად საკუთარი ინტერესები აქციეთ და აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ.
მორიელი
სასიყვარულო ურთიერთობებში განსაკუთრებული პერიოდი გელოდებათ. შესანიშნავი დღეა ერთად ყოფნისა და მშვიდი, რომანტიკული მომენტებით ტკბობისთვის. სახლში მცირე საყოფაცხოვრებო პრობლემებია მოსალოდნელი, რომლებიც თითქმის თქვენი ჩარევის გარეშე, თავისით მოგვარდება. ხელიდან არ გაუშვათ შანსი, რომ პროფესიული უნარები დახვეწოთ — თვითგანვითარება კარიერული წარმატების საწყისია. შესაძლოა, სამსახურში მნიშვნელოვანი საბუთი დაიკარგოს ან მძიმე შეცდომა გაიპაროს, ამიტომ საბუღალტრო და სტატისტიკურ ანგარიშებთან მუშაობისას განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. ენერგეტიკული დისბალანსი, რომელსაც ბოლო დროს განიცდით, დადებითი ემოციების ნაკლებობითაა გამოწვეული.
მშვილდოსანი
სავარაუდოდ, თქვენი ნიშნის წარმომადგენლებს პირადი ცხოვრებისთვის მეტი დროის დათმობა მოუწევთ. გსურთ, რომ სახლისთვის ძვირად ღირებული ნივთი შეიძინოთ, თუმცა ამ ნაბიჯით ოჯახური ბიუჯეტი არ უნდა დააზარალოთ. ხელსაყრელი დროა დიდი ხნის წინ დასახული გეგმების განხორციელებისთვის! ახლა ჯობია მთელი ყურადღება მატერიალურ სფეროზე გადაიტანოთ — ვარსკვლავების განლაგება ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად ხელსაყრელია. ვარსკვლავების განლაგება კარიერულ წინსვლასა და ფინანსური კეთილდღეობის ზრდას ხელს უწყობს, თუმცა, ჯანმრთელობამ შეიძლება ყველაზე უხერხულ დროს გიღალატოთ.
თხის რქა
უახლოეს მომავალში თქვენს ნამდვილ სიყვარულს შეხვდებით. ეს იქნება სრულიად უცხო ადამიანი, რომელსაც მეგობარი ან ნათესავი გაგაცნობთ. საყვარელი ადამიანის გადაწყვეტილება აგაღელვებთ — მზად იყავით ემოციური საუბრისთვის. ნაუცბათევი გადაწყვეტილებები შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს — ენდეთ ინტუიციას და რისკის არ შეგეშინდეთ. თუ იღბალი ზურგს გაქცევთ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება. მთავარია, ემოციები აკონტროლოთ და ცივი გონება შეინარჩუნოთ — სტრესმა და ემოციებმა შესაძლოა შაკიკი ან წნევის მატება გამოიწვიოს.
მერწყული
შესაძლოა, მოულოდნელად შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ძლიერ გრძნობებს გაგიღვიძებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ოჯახთან ერთად მეტი დრო გაატაროთ — კარიერა კარგია, მაგრამ ახლობლების დავიწყება არ შეიძლება. სავარაუდოდ, ჰარმონიული ურთიერთობების შესანარჩუნებლად რაღაცის დათმობაც კი მოგიწევთ. ხელსაყრელი დღეა ახალი საქმეების დაწყების, გრძელვადიანი გეგმების შედგენისა და მოლაპარაკებებისთვის. ყოველი წამოწყება, თუნდაც ყველაზე ავანტიურისტული, დროთა განმავლობაში კარგ შედეგს გამოიღებს. დიეტისთვის არახელსაყრელი პერიოდია — ახლა მკაცრი შეზღუდვები ზიანს მოგაყენებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ზომიერება უნდა დაივიწყოთ.
თევზები
მიზნის მისაღწევად პირად ცხოვრებაში მეტი პრინციპულობა და მონდომება უნდა გამოიჩინოთ. დღის მეორე ნახევარში ძალების წარმოუდგენელ მოზღვავებას იგრძნობთ, რაც საშუალებას მოგცემთ, დიდი ხნის წინ გადადებული საქმეები ერთიანად დაასრულოთ. ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან — ბევრი საქმიანი კავშირების გაფართოებასა და განმტკიცებას შეძლებს. საღამო ახლობლების გარემოცვაში გაატარეთ. საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციეთ და დაავადების სიმპტომებს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ.







