12-წლიანი პაუზის შემდეგ სალიტა ჩუბინიძე ეკრანს უბრუნდება - ერთ დროს პოპულარული მსახიობის ახალი ცხოვ

სალიტა ჩუბინიძის სახელი მაყურებელს წლების წინ პოპულარული კომედიური შოუებიდან კარგად ახსოვს. უკვე 12 წელზე მეტია, რაც ის ტელეეკრანებზე აღარ გამოჩენილა, რასაც თავისი კონკრეტული მიზეზი ჰქონდა – სალიტამ ოჯახი მსახიობ გიორგი აფციაურთან ერთად შექმნა, შვილები შეეძინა და მთელი თავისი დრო და ენერგია სწორედ ოჯახურ ზრუნვას დაუთმო.
დიდი პაუზის შემდეგ, სალიტა სცენაზე დაბრუნებას გეგმავს. მან „პრაიმ ტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განვლილ წლებზე, თავის ახალ ამპლუასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.







