ძმამ ძმა მოკლა… სოფელში ყველა შოკშია — რა მოხდა ენაგეთში იმ ღამეს

ძმამ ძმა მოკლა… სოფელში ყველა შოკშია — რა მოხდა ენაგეთში იმ ღამეს
რრედაქცია 17.11.2026, 20:54 28

საქართველოს პროკურატურამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 15 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, თავის ძმას განზრახ მოკვლის მიზნით, მუშტებით და ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის და სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული სამართალდამცველებმა 2026 წლის 16 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – წერია პროკურატურის განცხადებაში

შემოთავაზებული სიახლეები

ყველას ნახვა
სპორტი23.11.2026

რა მდგომარეობაშია ალექსანდრე თოფურია რომელიც ბრძოლის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს

სპორტი · 23.11.2026
პოლიტიკა22.11.2026

რა მდგომარეობაშია მამუკა მდინარაძე რომელსაც სახელმწიფო დაცვა მოუხსნესა

პოლიტიკა · 22.11.2026
სპორტი22.11.2026

როგორ გაამხნევა ილია თოფურიამ ძმა დამარცხების შემდეგ

სპორტი · 22.11.2026
ყვითელი პრესა22.11.2026

ეკა ნიჟარაძე გარდაცვლილ მეუღლეზე ალაპარაკდა

ყვითელი პრესა · 22.11.2026
სპორტი22.11.2026

რა თანხა გამოიმუშავა ალექსანდრე თოფურიამ გუშინდელი მარცხის მიუხედავათ

სპორტი · 22.11.2026
ყვითელი პრესა21.11.2026

რა ქონება აჩუქა საყვარელმა ადამიანმა ქეთა თოფურიას

ყვითელი პრესა · 21.11.2026
სპორტი21.11.2026

ძალიან სამწუხარო ამბავი ქართველი ვარსკვლავი UFC-ში აღარ ირიცხება

სპორტი · 21.11.2026
ყვითელი პრესა21.11.2026

შვილის ბულინგის გამო სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს .რა მდგომარეობაშია ხათუნა ჟორდანია

ყვითელი პრესა · 21.11.2026