18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

და თქვენს დამცირებას ცდილობს. ტოქსიკურ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელებას და მუდმივ დისკომფორტს სიმშვიდე და მარტოობა ჯობს. ვარსკვლავები ამ ნიშნის დაოჯახებულ წარმომადგენლებს ურჩევენ, რომ ხმაურიან წვეულებებს თავი აარიდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ნახევართან უთანხმოება გელით. გინდათ თუ არა კოლეგების დახმარება და მათი ვალდებულებების ნაწილის საკუთარ თავზე აღება მოგიწევთ. არ არის გამორიცხული დაუგეგმავი და არცთუ ისე გამართლებული ხარჯები, ამიტომ ნაღდ ფულთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. დილით მოზღვავებული ენერგია საღამოს შეიძლება გაღიზიანებაში გადაიზარდოს, ამიტომ შეეცადეთ მიმდინარე მოვლენებს მშვიდად შეხვდეთ.
მორიელი
მათ, ვინც მეორე ნახევარი უკვე იპოვა, ვურჩევთ წყნარ, რომანტიკულ ადგილზე განმარტოვდნენ და მტრულად განწყობილ გარე სამყაროს მოწყდნენ. დღეს მთელი ყურადღება სამსახურსა და პროფესიულ მოვალეობებზე გექნებათ გადატანილი. დაწინაურებაზე ოცნებობთ და ამისთვის ყველაფერს აკეთებთ, თუმცა პროფესიულ წარმატებას ოჯახი და ჯანმრთელობა არ უნდა შესწიროთ. ამჟამად ინტუიციას ნუ მიენდობით, რადგან შეიძლება გიღალატოთ. საღამო სამომავლო გეგმების დაგეგმვას დაუთმეთ.
მშვილდოსანი
ახლა ყველაზე მეტად პოზიტიური ადამიანების გარემოცვაში ყოფნა და საყვარელი საქმეების კეთება გჭირდებათ. თუ იმაზე ფიქრით დაიღალეთ რა დამოკიდებულება აქვს თქვენ მიმართ ადამიანს, რომელიც მოგწონთ, უმჯობესია ამის შესახებ პირდაპირ ჰკითხოთ. მალე თქვენს ცხოვრებაში ვნება და სიყვარული დაისადგურებს, მანამდე კი მთელი ყურადღება სამსახურზე უნდა გადაიტანოთ. მუშაობის გადატვირთული გრაფიკი პირად პრობლემებზე ფიქრისგან გაგათავისუფლებთ, რაც განწყობაზეც დადებითად აისახება. ფინანსური მდგომარეობა უახლოეს მომავალში სტაბილური გახდება — ვარსკვლავები მიუთითებენ, რომ ნერვიულობის საფუძველი არ გაქვთ. გირჩევთ, სათადარიგო გეგმა მოამზადოთ, რომ შეფერხების შემთხვევაში დრო არ დაკარგოთ.
თხის რქა
სიყვარულის პლანეტა ვენერა გმფარველობთ, შესაბამისად, ეს პერიოდი რომანტიკული თავგადასავლებისთვის იდეალურია. დაოჯახებულ თხის რქებს ბავშვებთან და მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება მოუწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად დაგეგმილი საქმეები დილიდანვე დაიწყოთ. შენაძენებთან დაკავშირებით აჩქარება არ ღირს — არსებობს რისკი, რომ დიდი თანხა სრულიად უსარგებლო ნივთებში დახარჯოთ. მაღაზიებში სიარულის დროს ფრთხილად იყავით, რომ ფული ან ძვირფასი ნივთი არ დაკარგოთ. ამ დღეს ჯანმრთელობამ შესაძლოა გარკვეული დისკომფორტი შეგიქმნათ, ამიტომ თავს ნუ გადატვირთავთ და დასვენება არ დაგავიწყდეთ.
მერწყული
მარსი ამ ნიშნის წარმომადგენლებს ენერგიას შემატებს, ამიტომ მოემზადეთ იმისთვის, რომ თქვენს მიმართ ყურადღება გაიზრდება! ეცადეთ ოჯახის წევრებს უხეში სიტყვებით გული არ ატკინოთ. არ არის გამორიცხული, რომ გაღიზიანების მიზეზი გქონდეთ, მაგრამ უმჯობესია უარყოფითი ემოცია შეიკავოთ. ძველი აქტივებიდან ან ინვესტიციებიდან მოულოდნელი ფინანსური შემოსავალი გელით — მზად იყავით, რომ ფული გონივრულად გამოიყენოთ. გულითადი რჩევა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ გელოდებათ, თუ ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვებით. ასევე, ეცადეთ, წვრილმანებზე არ ინერვიულოთ.
თევზები
ახლა გულახდილი საუბრების დრო არ არის. ემოციები თქვენთვის შეინახეთ, რათა არაკეთილსინდისიერ ადამიანებს ჭორების საფუძველი არ მისცეთ. ხელსაყრელი დროა სამომავლოდ გადადებული საქმეების დასრულებისთვის, მით უმეტეს, რომ ენერგიით სავსე ხართ — მცირედით დაიწყეთ და პრობლემების გორგალი ეტაპობრივად გაიხსნება. შეამცირეთ სამსახურში ამბიციური მისწრაფებები და ზედმეტი აქტიურობა — ახლა ამას არავინ დაგიფასებთ. ფინანსური კუთხით სრული წესრიგია, ახალ შემოსავლებსაც მალე მიიღებთ. მეგობრებისა და ოჯახის წევრების მხარდაჭერა, მათთან საუბარი ძალებს შეგმატებთ.







