19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დაიძაბოს. ვარსკვლავები მიგანიშნებენ, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად საკმარის დროს არ ატარებთ და ეს უნდა გამოასწოროთ. რთული და დაძაბული დღეა, რომელიც როგორც დადებით, ისე უარყოფით ტენდენციებს ატარებს. მოემზადეთ სამსახურში დიდი დატვირთვისთვის და თუ ამის საშუალება არსებობს, ეცადეთ, მოვალეობების ნაწილი სხვებს გაუწილოთ. ნებისმიერი შანსი გამოიყენეთ, რომ ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალოთ. თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე ემოციური ფონი დიდ გავლენას ახდენს. გახსოვდეთ, ქრონიკულმა სტრესმა შეიძლება არასასურველ შედეგებამდე მიგიყვანოთ.
მორიელი
შესაძლოა, ამ დღეს შეხვდეთ ადამიანს, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ. ყურადღებით იყავით, რომ ბედნიერება ხელიდან არ გაუშვათ. ოჯახურ კერას მეტი ყურადღება მიაქციეთ და ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მყარი საყრდენი შეუქმნათ. ამ დღეს ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაში დიპლომატიისა და ტაქტის გამოჩენა ძალზე მნიშვნელოვანია. მოერიდეთ დაპირისპირებას და შეეცადეთ, კომპრომისული გადაწყვეტილებები იპოვოთ. ფულადი შემოსავლები საშუალებას მოგცემთ, არა მხოლოდ ძვირად ღირებული შენაძენი გააკეთოთ, არამედ გარკვეული თანხა სამომავლოდაც გადადოთ.
მშვილდოსანი
ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელ ადამიანს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს ურთიერთობაში შეიძლება ხანგრძლივი კრიზისი დაიწყოს. ამჟამად ყველაზე მეტად გარემოს შეცვლა გჭირდებათ, ამიტომ თუ მივლინება შემოგთავაზეს, უარს ნუ იტყვით. შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ მშვილდოსნებს შთაგონების მოზღვავება ელოდებათ, ამიტომ წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. დღეს სავარაუდოდ, წამიერი ემოციების გავლენით მოქმედებთ, რაც რეტროგრადული მარსისა და აქტიური სატურნის ერთობლივი ზემოქმედებითაა გამოწვეული. ასტროლოგიური რჩევით, მაღაზიებში სიარულისგან თავის შეკავება სჯობს, რათა გაუმართლებლად დიდი ხარჯები თავიდან აიცილოთ. თქვენი გაღიზიანება შეიძლება ფიზიკურმა დისკომფორტმა გამოიწვიოს, ამიტომ ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ და განტვირთვის გზები ეძებოთ.
თხის რქა
მარსისა და სატურნის არასტაბილური კავშირი პირად ცხოვრებაში სირთულეებს გამოიწვევს. არსებობს რისკი, რომ ზედმეტი წამოგცდეთ, ამიტომ უმჯობესია ენას კბილი დააჭიროთ. ოჯახში შექმნილმა დაძაბულობამ შესაძლოა სახიფათო შედეგები გამოიწვიოს. იფიქრეთ შვილებზე და არ დაუშვათ, რომ კონფლიქტი მწვავე ფაზაში გადაიზარდოს. არსებობს სამსახურებრივი შეცდომების დაშვების ალბათობაც, ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. მომდევნო 24 საათის განმავლობაში იგრძნობთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოლეგებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა. მოვლინებაში წასვლის შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ, რადგან ვარსკვლავები ამბობენ, რომ ეს მივლინება თქვენთვის ძალიან წარმატებული იქნება. იზრუნეთ სტრესის მოხსნაზე, რათა ემოციური სტაბილურობა შეინარჩუნოთ.
მერწყული
რომანტიკული პაემნის, ახალი ნაცნობობისა და სტილისტთან ვიზიტისთვის პერსპექტიული დღეა, თუმცა, შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება ადვილი არ იქნება. სავარაუდოდ, პარტნიორის მიმართ უსაფუძვლო ეჭვებს გრძნობთ, რაც საშუალებას არ გაძლევთ ცხოვრებით დატკბეთ. ასტროლოგები სარისკო წამოწყებებში ჩაბმას არ გირჩევენ, მით უმეტეს, თუკი ამაში ნაკლებად ნაცნობი ადამიანი გითრევთ. საბოლოოდ ამან შეიძლება როგორც თქვენს ავტორიტეტს, ისე ფინანსებს ზიანი მიაყენოს. ზოდიაქოს ამ თანავარსკვლავედის წარმომადგენლებს შესაძლოა კუჭ-ნაწლავის მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ, რაც ცხოვრების წესთან ერთად, სტრესული სიტუაციებითაც არის გამოწვეული.
თევზები
სავარაუდოდ, ფარული თაყვანისმცემელი გყავთ, თუმცა ვარსკვლავები ამბობენ, რომ ეს ადამიანი თქვენს ბედში კვალს ვერ დატოვებს. ეს დღე შეიძლება ყოველდღიურმა ფუსფუსმა და რუტინამ მთლიანად შთანთქას. დაუგეგმავმა მგზავრობამ ან სამსახურის მოულოდნელმა საქმემ შესაძლოა საღამოს გეგმები სრულიად შეცვალოს. დღეს მერკური სუსტ პოზიციაზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ იღბლის იმედი არ უნდა გქონდეთ. შესაძლოა, კვებასთან დაკავშირებულმა დისკომფორტმა შეგაწუხოთ, ამიტომ სწრაფი კვების მენიუსა და ცხიმიან კერძებზე უარის თქმა მოგიწევთ.







