დანა მკვლელს ეკუთვნოდა, ბიძაჩემი უიარაღო იყო... სამძიმარს ვუცხადებ ბიძაჩემის მკვლელსაც..." - რას წერს ვაკეში მომხდარ მკვლელობაზე მოკლულის ახლობელი?

ციო პორტალი
"დანა მკვლელს ეკუთვნოდა, ბიძაჩემი უიარაღო იყო... სამძიმარს ვუცხადებ ბიძაჩემის მკვლელსაც..." - რას წერს ვაკეში მომხდარ მკვლელობაზე მოკლულის ახლობელი?
10:18 / 19-11-2026
"დანა მკვლელს ეკუთვნოდა, ბიძაჩემი უიარაღო იყო... სამძიმარს ვუცხადებ ბიძაჩემის მკვლელსაც..." - რას წერს ვაკეში მომხდარ მკვლელობაზე მოკლულის ახლობელი?
მთავარ ფოტოზე - ირაკლი ღლონტი და მოკლული ვახტანგ ჩიქოვანი
"აქვე სამძიმარს ვუცხადებ ბიძაჩემის მკვლელსაც, რადგან ჩვენი ტკივილის გარდა, მასაც მთელი ცხოვრება მოუწევს უიარაღო, 80 წელს მიტანებული ღირსეული კაცის მკვლელობის მძიმე ტვირთის ტარება", - ამის შესახებ ადვოკატი ირაკლი ღლონტი სოციალურ ქსელში ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით წერს. მოკლული ირაკლი ღლონტის ბიძაა.
"ჩემთვის ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობა ორმაგი ტრაგედიაა - მოკლულია ბიძაჩემი, სავარაუდო მკვლელი კი ჩემი მშობლიური კუთხის შვილია. დანაშაულის იარაღი - დანა მკვლელს ეკუთვნოდა, ბიძაჩემი კი უიარაღო იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ვახტანგ ჩიქოვანის ერთადერთი იარაღი ყოველთვის მისი სიტყვა, საქმე და ღირსება იყო.







