20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ინიციატივა ხელში უნდა აიღონ. ნუ დაელოდებით, სანამ მეორე მხარე გააქტიურდება და პირველი ნაბიჯი გადადგით. დღეს ისეთ გარემოში აღმოჩნდებით, სადაც თავს მარტივად და სასიამოვნოდ იგრძნობთ. იუპიტერის ხელსაყრელი განლაგება ურთიერთობებს ხელს უწყობს. ნუ მოჰკიდებთ ხელს ისეთ საქმეს, რომელშიც ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ, რადგან შემდგომმა წარუმატებლობამ შეიძლება თქვენს ავტორიტეტზე უარყოფითად იმოქმედოს. დღის მეორე ნახევარი ოჯახის წევრებს დაუთმეთ. თუ მიზნის მისაღწევად ეშმაკობასა და ტყუილს მიმართავთ, მხოლოდ საქმეს გაიფუჭებთ და ავტორიტეტს დააზარალებთ — ადრე თუ გვიან ყველაფერი ფარული ხომ ცხადი ხდება. ბევრი წყალი და ახალი პროდუქტები თქვენი კანის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.
მორიელი
ახალი რომანის დასაწყებად არცთუ ისე ხელსაყრელი დროა და შესაძლოა თაყვანისმცემელმაც იმედი გაგიცრუოთ. ეცადეთ საკუთარ ნაკლოვანებებს კრიტიკულად შეხედოთ და საყვარელ ადამიანს დაუსაბუთებელი მოთხოვნები არ წაუყენოთ. სამსახურში თქვენი გამოცდილება ძალიან სასარგებლო იქნება, ამიტომ შეგიძლიათ ახალბედა კოლეგებს დაეხმაროთ. მალე იღბალი გაგიღიმებთ და იმ პროექტების განხორციელებას შეძლებთ, რომლებზეც დიდი ხანია ფიქრობთ. დროა, შინაგანი სამყარო მოიწესრიგოთ და დაგროვილ წინააღმდეგობებს გაუმკლავდეთ. გირჩევთ ემოციური დაძაბულობა საღამოს, სპორტდარბაზში ან აუზზე მოხსენით.
მშვილდოსანი
წინ ახალი და საინტერესო ნაცნობობა გელით — სავსებით შესაძლებელია, რომ ოფიციალური ურთიერთობები მეგობრულში გადაიზარდოს. ამ დღეს შეძენილი ნებისმიერი ნივთი როგორც თქვენ, ისე თქვენი ოჯახის წევრებს სიხარულს მოუტანს. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია როგორც სასიამოვნო, ისე უსიამოვნო ცვლილებები. ახლობელი ადამიანების მოთმინებას ნუ გამოცდით, თორემ შეიძლება მათი რისხვა თავს დაგატყდეთ. თქვენი მოუცლელობა ხშირად კამათის და დაძაბულობის მიზეზი ხდება, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ ოჯახის წევრებთან მეტი დრო გაატაროთ. ამ დღეს ნებისმიერი წამოწყება წარმატებას მოგიტანთ, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები სწორედ ახლა უნდა შეასრულოთ. ინტელექტი და გამჭრიახობა არ გაკლიათ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის — პროფესიული უნარების განვითარებაც საჭიროა. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სტრესულ სიტუაციებს. მედიტაცია და სუნთქვითი ვარჯიშები დაძაბულობის შემცირებაში და მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
თხის რქა
სიყვარულს მთელი არსებით იგრძნობთ და მის სითბოს გარშემომყოფებსაც უხვად გაუნაწილებთ. არ დაიშუროთ საჩუქრები და თბილი სიტყვები მათთვის, ვინც გულთან ახლოს გყავთ — ახლობლებს თქვენი ყურადღება ახლა განსაკუთრებით სჭირდებათ. რაც უფრო მეტ ახალ კავშირს დაამყარებთ თქვენი პოზიციები სამსახურში მით უფრო მყარი გახდება; ვარსკვლავები ამბობენ, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყველა წინაპირობა არსებობს. ეს პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელია წყლის პროცედურებისთვის, მათ შორის აბანოში ან საუნაში სტუმრობისთვის.
მერწყული
ახლად დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა ხანმოკლე იქნება, მაგრამ შეიძლება თქვენს ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვოს. საყვარელი ადამიანი ამჯერად სიხარულზე მეტ ნერვიულობას მოგიტანთ — ეგოიზმი მას აუტანელ მანიპულატორად აქცევს. შესაძლოა, ხელმძღვანელმა ბოლოდროინდელი შედეგებისთვის პრემიით დაგაჯილდოოთ. სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის სურვილით ფულს ნუ გაანიავებთ — არაგონივრულმა ხარჯვამ შესაძლოა ეკონომიკური პრობლემები შეგიქმნათ. არ არის გამორიცხული დაუგეგმავი შემოსავალიც, მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარი არ ღირს. იყავით უფრო თავშეკავებული, რათა მტრები არ გაიჩინოთ. თუ ჰიპერტენზიისკენ მიდრეკილი ხართ, მაქსიმალურად თავი შეიკავეთ სიგარეტისგან და ყავისგან.
თევზები
შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში ახალი, მომხიბლავი რომანი დაიწყოს. შემთხვევითი ნაცნობობა საკუთარ თავზე წარმოდგენას შეგიცვლით და ხასიათის ახალი მხარეების გამოვლენისკენ გიბიძგებთ. საქმე, რომელსაც ხელმძღვანელი დღეს განდობთ, თქვენთვის მთავარ პრიორიტეტად უნდა იქცეს. კომერციულ საქმეებში იღბალი თქვენს მხარესაა, თუმცა მოვლენებს წინ ნუ გაუსწრებთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია თავის ტკივილი და წნევის ცვალებადობა.







