ყველაზე მეტი რისკის შემცველი გამათბობლები ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალებას მაქსიმუმ 2 წუთში იწვევს" - რა უნდა გააკეთოთ, ვიდრე სახლში გათბობას ჩართავთ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მეტი და მეტი ადამიანი რთავს გათბობას. არსებობს გარკვეული წესები, რომლებიც მნიშვნელოვანია და ჩვენივე უსაფრთხოებისათვის უნდა დავიცვათ. "თბილისი ენერჯის" ტექნიკური ტექნიკური დირექტორის მოადგილე, გიორგი ლეფსვერიძე გადაცემაში "იმედის დილა" საუბრობს სწორედ უსაფრთხოების წესებზე საუბრობს და აბონენტებს კონკრეტულ რეკომენდაციებს უზიარებს:
- გათბობის ჩართვის სეზონი დაიწყო. პირველი, რასაც უკვე მრავალი წელია, ვაჟღერებთ, სანამ გათბობას ჩავრთავთ, გაჟონვაზე კარგად უნდა იყოს შემოწმებული. ყველა ჩვენს აბონენტს შემიძლია, შევთავაზო მომსახურება, რომელიც სრულიად უფასოა. თუ მათ აინტერესებთ, რა მდგომარეობაშია ამ მომენტში გამათბობლები, გაზის ქსელი, შეუძლიათ, დარეკონ 240 40 04, მოითხოვონ შემოწმება, ჩვენი ბრიგადები მაქსიმუმ 1-2 დღის განმავლობაში ადგილზე მივლენ, მათ ქსელს, დანადგარების მდგომარეობას შეამოწმებენ, მისცემენ შესაბამის რეკომენდაციებს და მერე თავისუფლად შეეძლებათ, კონკრეტული გამათბობლები გამოიყენონ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს მომსახურება სრულიად უფასოა. ყველაფერს შევამოწმებთ - რამდენად სწორადაა დანადგარი დაყენებული, ხომ არ ირღვევა არსებული სტანდარტი, ხომ არ არის გაჟონვის რისკი და ასე შემდეგ. შეგიძლიათ, დარეკოთ, მოვალთ და შევამოწმებთ.
ყველაზე დიდი რისკის მატარებელი სახლში ღია წვის კამერიანი გამათბობლები, წყალგამაცხელებლებია, რომელთა მონტაჟიც ადრე თვითნებურად ხდებოდა. ამ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, ჩვენი კომპანიის პირველადი მიზანი არა მარტო პიარ კამპანია, არამედ ადგილზე მისვლა და დანადგარების ჩახსნა იყო. ათიათასობით ასეთი დანადგარი იყო სახლებში.







