60 ათას პედაგოგს, ბაღის 40 ათას თანამშრომელს, 75 ათასზე მეტ მაშველს, პოლიციელს, ჯარისკაცს ხელფასი გაეზრდებათ .რაოდენებები იხილეთ კომენტარში

60 ათას პედაგოგს, ბაღის 40 ათას თანამშრომელს, 75 ათასზე მეტ მაშველს, პოლიციელს, ჯარისკაცს ხელფასი გაეზრდებათ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას განაცხადა.
როგორც ცნობილია, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საჯარო სექტორში ანაზღაურებები 8.4%-ით გაიზრდება.
„ზოგადად, ხელფასები განსაზღვრული არის ინდექსაციის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, ინდექსაცია განხორციელებულია უფრო კერძო სექტორში არსებულ ხელფასებთან მიმართებით, ანუ როგორც იზრდება ხელფასები კერძო სექტორში, იმის გარკვეული ნაწილით იზრდება საჯარო სექტორშიც.







