გარდაიცვალა დინამო თბილისის ვეტერანი ფეხბურთელი

ქართულ ფეხბურთს დიდი დანაკლისი აქვს - 76 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი, ვეტერანი ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე - ის გახლდათ 70-იანი წლების დიდი "დინამოს" ოქროს თაობის წევრი, მნიშვნელოვანი მატჩების ღირსეული მონაწილე.
"გარდამეცვალა მამა - ჩემი გოჩიკო მაჩაიძე", - დაწერა სოციალურ ქსელში ფეხბურთელის ვაჟმა მამუკა მაჩაიძემ.







