ქუთაისში ამწამს კორპუსი აფეთქდა .

🔻 „ქუთაისში ამ წამს ჩემი სახლის წინ კორპუსი აფეთქდა !
ეს რა ჯოჯოხეთი გვჭირს? [...]
საშინელი აფეთქების ხმა იყო და საშინელი გაზის სუნია ყველგან. გაზი ჟონავდა და აფეთქდა! ეს არის სრული უყურადღებობისგან გამოწვეული მავნებლობა.“ | წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს
🔻 როგორც მთავარს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ქუთაისში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია - დაშავდა 1 ადამიანი, ქალმა დაზიანება ხელის არეში მიიღო. უწყებაში გვითხრეს, რომ 5-სართულიანი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა







