სამ ადგილას გაზი ჟონავდა... გათენებას ველოდები, რომ შიშმა გამიაროს“ - თამო ვაშალომიძე საკუთარ სახლში გატარებულ "ოთხთვიან კოშმარზე" საუბრობს

პერიოდში საქართველოში მომხდარმა გაზის გაჟონვისა და აფეთქების შემთხვევებმა, მათ შორის ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, კიდევ ერთხელ გაამძაფრა საზოგადოების შიში გაზის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამ თემას სოციალურ ქსელში ბიზნესვუმენი თამო ვაშალომიძეც გამოეხმაურა.
როგორც ის ამბობს, ახალ სახლში გადასვლის შემდეგ უკვე ოთხი თვეა, ძილის წინ ძლიერი შიში ეუფლება. მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაუმწვავდა, რაც რამდენიმე კვირის წინ სახლში გაზის სუნი იგრძნო. მიუხედავად იმისა, რომ გაჟონვის ადგილები შეაკეთეს, ვაშალომიძე კვლავ ნერვიულობს და გაზის ხელახლა შემოწმებას გეგმავს.
მისი თქმით, შიშის გამო ზოგჯერ გათენებას ელოდება, რათა დამშვიდდეს და დარწმუნდეს, რომ საფრთხე აღარ არსებობს. ბიზნესვუმენი აღიარებს, რომ ვიდეოს ჩაწერა არაერთხელ სცადა, თუმცა ყოველ ჯერზე შლიდა, რადგან არ სურდა ამ თემაზე საუბარი.
თამო ვაშალომიძე:
"რაც ამ სახლში გადმოვედი, მეგობრებო, 10-ჯერ ჩავწერე ეს ვიდეო და 10-ჯერ წავშალე. აი, მგონია, რომ ყოველი დღის შემდეგ რაღაც შეიცვლება და ამაზე საუბარს ვარიდებდი თავს. ხვალ უნდა დავურეკო გაზის კომპანიას და შევამოწმებინო. ჯერ ხომ ისე მქონდა შიში, ვერ ვიძინებდი. ახლა, ამ ტრაგედიის შემდეგ უარესად ვარ, მით უმეტეს, გაზი გასდიოდა, კი გააკეთეს, შემოწმებულია, მაგრამ მაინც ვნერვიულობ.







