სუროგაცია საქართველოში აიკრძალა.რა ღირდა ეს პროცეს ჩვენს ქვეყანაშიი

სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება გადაწყვეტილება მიიღეს. შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება უახლოეს მომავალში იგეგმება.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, გადაწყვეტილების საფუძველი სუროგაციასთან დაკავშირებული ეთიკური და სამართლებრივი რისკებია, მათ შორის ტრეფიკინგი, ქალების შესაძლო ექსპლუატაცია და ბავშვთა უფლებების დაცვა.
სუროგაციის შესაძლო აკრძალვის საკითხის გააქტიურების ფონზე, "ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რა ღირს ქვეყანაში სუროგაციის პროგრამაში ჩართვა, რა მომსახურებებს მოიცავს შეთავაზებები, რა განსხვავებაა პროგრამებს შორის და რამდენს იღებს სუროგატი დედა.საქართველოში რეპროდუქციული მომსახურების პროვაიდერების მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული ფასების მიხედვით, სუროგაციის პროგრამების ღირებულება, საშუალოდ, 55 000-დან 65 000 აშშ დოლარამდე მერყეობს, ხოლო გარანტირებული პროგრამების ღირებულება შესაძლოა 73 000 აშშ დოლარს ან მეტსაც აღწევდეს.







